ციფრული ტექნოლოგიების განვითარების პარალელურად, ფსიქოლოგიამ განსაკუთრებული როლი შეიძინა. ფსიქოლოგი შეისწავლის, თუ როგორ ცვლის ტექნოლოგია ადამიანის ქცევას, აზროვნებასა და სოციალურ ურთიერთობებს და, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს საკუთარ საქმიანობაში იყენებს.
სოციალური მედია, ონლაინ კომუნიკაცია, ალგორითმები, ტექნოლოგიების მზარდი როლი ჩვენს ყოველდღიურობაში ქმნის ახალ ფსიქოლოგიურ რეალობას, რომელსაც მხოლოდ ის პროფესიონალები გაუმკლავდებიან, ვინც ადამიანის ბუნებასთან ერთად ტექნოლოგიებსაც იცნობს.
ამიტომაც, ფსიქოლოგიაზე ჩაბარება აღარ არის მხოლოდ ჰუმანიტარული ინტერესის არჩევანი, ეს არის ნაბიჯი მომავლისკენ, წარმატებული კარიერისა და პროფესიული განვითარებისკენ. ფსიქოლოგია ერთ-ერთი ყველაზე უნივერსალური და პრაქტიკული სფეროა. ის პასუხებს სცემს არა მხოლოდ ინდივიდუალურ, არამედ საზოგადოებრივ დონეზე არსებულ გამოწვევებს - იქნება ეს სტრესი და მენტალური ჯანმრთელობა, გუნდური მუშაობის გაუმჯობესება, განათლების პროცესის ეფექტიანობა, მომხმარებლის ქცევის ანალიზი ბიზნესში.
ფსიქოლოგების ჩართულობა დღეს მნიშვნელოვანია სხვადასხვა დარგში:
ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში ფსიქოლოგიის პროგრამების დიდი არჩევანია, თუმცა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ამ მიმართულებით სრულიად ახალ სტანდარტს აყენებს. ახალი, 2025-2026 სასწავლო წლიდან იწყება სწავლა ინოვაციურ საბაკალავრო პროგრამაზე ფსიქოლოგია ციფრულ სამყაროში. აღნიშნული პროგრამის სტუდენტები დეტალურად შეისწავლიან თანამედროვე ტექნოლოგიების გავლენას ფსიქიკასა და საზოგადოებაზე. პროგრამის კურიკულუმი აერთიანებს ფსიქოლოგიასა და ციფრულ ტექნოლოგიებს, რათა კურსდამთავრებულები მზად იყვნენ ერთი მხრივ, მათ საქმიანობაში არსებული ციფრული გამოწვევებისთვის და, მეორე მხრივ, სწორად მართონ ტექნოლოგიური საკითხებით გამოწვეული პრობლემები. ის მოიცავს ტექნოლოგიურ მოდულებსაც. ფსიქოლოგიისა და ტექნოლოგიური ინოვაციების ცოდნა კი სპეციალისტებს კარიერაში ახალ შესაძლებლობებს გაუხსნის.
სასწავლო პროგრამის მიზანია, ადგილობრივ და საერთაშორისო შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანი კურსდამთავრებული მოამზადოს. შეასწავლოს ფსიქოლოგიის ძირითადი ცნებები, თეორიები, პრინციპები და კანონზომიერებები; გაააზრებინოს ფსიქოლოგიის სხვადასხვა მიმართულებით, როგორც თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების პარალელურად წარმოქმნილი სიახლეები და ცვლილებები, ისე - ხელოვნურ ინტელექტთან მიმართების თავისებურებები; გამოუმუშაოს შემდგომი სწავლის საჭიროების დადგენის, პროფესიული და კვლევით საქმიანობის ეთიკური პრინციპების დაცვით წარმართვის უნარი.
პროგრამაზე სწავლის ღირებულება 2250 ლარია. თუ მნიშვნელოვანია, გქონდეთ ფსიქოლოგიის თანამედროვე ცოდნა და გესმოდეთ ციფრული ტექნოლოგიების გავლენა ადამიანზე, ეს პროგრამა სწორედ თქვენთვისაა.
(R)