ანდრეი სიბიგა - აშშ-თან იშვიათი მეტალების შესახებ გაფორმებული შეთანხმება მნიშვნელოვან ეტაპს აღნიშნავს

აშშ-თან იშვიათი მეტალების შესახებ გაფორმებული შეთანხმება მნიშვნელოვან ეტაპს აღნიშნავს, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ განაცხადა.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანდრეი სიბიგას ცნობით, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, კაია კალასს ესაუბრა და ვაშინგტონში, „აშშ-უკრაინის რეკონსტრუქციის საინვესტიციო ფონდის შექმნის“ შეთანხმებაზე ხელმოწერის შესახებ აცნობა.

„ეს უკრაინა-აშშ-ის სტრატეგიულ ურთიერთობაში მნიშვნელოვან ეტაპს აღნიშნავს, რომელიც მიზნად უკრაინის ეკონომიკისა და უსაფრთხოების გაძლიერებას ისახავს“, - განაცხადა ანდრეი სიბიგამ.

მისი თქმით, კაია კალასთან სატელეფონო საუბრისას „სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად ბოლო დროს გადადგმული მნიშვნელოვანი დიპლომატიური ნაბიჯები განიხილა“.

შეგახსენებთ, უკრაინის ეკონომიკის მინისტრმა, იულია სვირიდენკომ და აშშ-ის სახაზინო მდივანმა, სკოტ ბესენტმა „აშშ-უკრაინის რეკონსტრუქციის საინვესტიციო ფონდის შექმნის შესახებ“ შეთანხმებას ხელი ვაშინგტონში მოაწერს. დოკუმენტის გაფორმების შემდეგ უკრაინის ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, რომ შეთანხმება უკრაინაში გლობალური ინვესტიციების მოზიდვას ითვალისწინებს, ხოლო სკოტ ბესენტის თქმით, ფონდის შექმნა „მიანიშნებს რუსეთს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ერთგულია სამშვიდობო პროცესისა, რომელიც ორიენტირებულია თავისუფალ, სუვერენულ და აყვავებულ უკრაინაზე გრძელვადიან პერსპექტივაში“

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს