სემეკმა „საირიგაციო წყლის მიწოდების წესებში“ ცვლილებები შეიტანა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ „საირიგაციო წყლის მიწოდების წესებში“ ცვლილებები შეიტანა.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ინფორმაციით, ცვლილებების თანახმად, ნაცვლად ყველა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ცენტრში ერთი მომსახურების ცენტრის არსებობის ვალდებულებისა, მელიორაციის კომპანიას ექნება ვალდებულება მინიმუმ ერთი მომსახურების ცენტრი იქონიოს იმ რეგიონში/მხარეში სადაც ახორციელებს მომსახურებას.

„აღსანიშნავია, რომ სემეკის რეგულაციიდან გამომდინარე, უახლოეს პერიოდში მელიორაციის კომპანიის მომხმარებლებს შეეძლებათ იუსტიციის სახლის მეშვეობით, განაცხადით მომართონ შპს „საქართველოს მელიორაციას“ და მოითხოვონ გარკვეული მომსახურებების მიღება, რამაც შესაძლებელი გახადა წესებში განხორციელებულიყო ცვლილება მომსახურების ცენტრების მინიმალური რაოდენობის განსაზღვრასთან დაკავშირებით - ეს ის შემთხვევაა, როცა ხარჯების შემცირება ხდება, მომსახურების პირობის გაუმჯობესებით.

ასევე, ცვლილება ითვალისწინებს შპს „საქართველოს მელიორაციის“ ვალდებულებას დაიცვას და შეუფერხებლად განახორციელოს საირიგაციო სისტემის საექსპლუატაციო-სარემონტო სამუშაოები. ამ სამუშაოების შესახებ ინფორმაცია, მათ შორის, საირიგაციო სისტემის გაჩერების პერიოდები, მოცემული უნდა იყოს ყოველწლიურად დამტკიცებულ მიწოდების რეჟიმებში, ასევე აღნიშნულის შესახებ წინასწარ უნდა მოხდეს მომხმარებელთა, ინდივიდუალურად სმს ინფორმირება.

წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების დაფუძნებისა და განვითარებისათვის ხელსაყრელი გარემოს შექმნის მიზნით, წესებში შესული ცვლილებებით, განისაზღვრა წყალმომხმარებელთა ორგანიზაციისთვის მიწოდებული წყლის მოცულობის აღრიცხვის და საბითუმო მიწოდების საფასურის განსაზღვრის გარდამავალი პირობები. კერძოდ, 2026 წლის 1-ელ იანვრამდე შპს „საქართველოს მელიორაციას“ მიეცა უფლებამოსილია, წყალმომხმარებელთა ორგანიზაციისთვის განსაზღვროს სხვადასხვა სახის საბითუმო მიწოდების საფასური, საირიგაციო მიწის ფართობის (ჰა), მოხმარებული წყლის მოცულობის (მ 3), სეზონურობის ან/და სხვა სახით.

გარდა ამისა, იმ შემთხვევაში თუ წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის ყველა მიწოდების წერტილზე, ვერ მოხდება მრიცხველების მოწყობა წესების გათვალისწინებულ ერთი თვის ვადაში ტექნიკური შეუძლებლობის გამო, ამ შემთხვევაში მიწოდების წერტილებზე მრიცხველები უნდა მოეწყოს მომდევნო საირიგაციო პერიოდის დაწყებამდე. მანამდე მიმწოდებლის მიერ წყალმომხმარებელთა ორგანიზაციისთვის წყლის მოცულობის კონტროლი განხორციელდება მაგისტრალური არხში გატარებული წყლის მოცულობის აღრიცხვით“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს