ევერესტის ქართული ენის ოლიმპიადაზე 4000-ზე მეტი მოსწავლე დარეგისტრირდა - მხარდამჭერი „საქართველოს ბანკია“

ნიჭიერი და მიზანდასახული ახალგაზრდებისთვის, „საქართველოს ბანკი“ შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ფინანსური ინსტიტუტი ევერესტის ოლიმპიადის მხარდამჭერია.

წელს ევერესტის ქართული ენის ოლიმპიადაზე II, III, IV, V და VI კლასის 4000-ზე მეტი მოსწავლე დარეგისტრირდა.

ოლიმპიადა ორ ტურად ტარდება, რომელთა ფარგლებშიც ახალგაზრდები წლის განმავლობაში, სკოლაში მიღებულ ცოდნასა და უნარებს ავლენენ.

პირველი ტური შესარჩევი ეტაპია - იმისათვის, რომ მოსწავლეები დასკვნით ტურში გადავიდნენ, სულ მცირე 30 ქულა უნდა დააგროვონ.

დასკვნით, ფინალურ ტურში კი საუკეთესო შედეგის მქონე 3-3 გამარჯვებული გამოვლინდება თითოეული კლასიდან (II, III, IV, V, VI კლასებიდან), რომლებსაც დიპლომები და საჩუქრები გადაეცემათ.

ამასთან, დასკვნითი ტურის ყველა მონაწილე სიგელს მიიღებს.

ქართული ტურის შედეგები 7 მაისს გამოქვეყნდება.

ინფორმაციისთვის, ახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ბანკის CSR მიმართულებისთვის უკვე 5 წელზე მეტია განათლება პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს, რითაც 500 000-ზე მეტი მოსწავლისთვის, სტუდენტისა და ახალგაზრდა პროფესიონალისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობას. ბანკის CSR მიმართულების პორტფელი მოიცავს ისეთ საგანმანათლებლო პროექტებს, როგორებიც არის: საქართველოს ბანკის სტიპენდიები; გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია; დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაში სწავლის სრული დაფინანსება; იდეათეკები – საქართველოს ბანკის ბიბლიოთეკების პროექტი; საქართველოს ბანკისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი – STEM სკოლა; საქართველოს ბანკის ოლიმპიადები მოსწავლეებისთვის: STEM ოლიმპიადა, ეკონომიკის ოლიმპიადა, Kings-ის ფინანსური განათლების ოლიმპიადა, ევერესტი. ამასთან, საჯარო მეტყველების კონკურსი, და სხვა.

საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს csr.bog.ge

(R)

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში