სტუ-ის კურსდამთავრებული - „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ჩემი პროფესიული იდენტობის საყრდენად იქცა“

როდესაც განვლილ გზას ვაჯამებ, რომელმაც სამართალდამცავ სტრუქტურამდე მიმიყვანა, დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ეს გზა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტიდან დაიწყო. აქ მიღებულმა ცოდნამ და უნარებმა მომამზადა როგორც პროფესიონალი. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ჩემი პროფესიული იდენტობის საყრდენად იქცა, - ამის შესახებ სტუ-ის კურსდამთავრებულმა გიორგი გახოკიამ განაცხადა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი გახოკიამ სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი 2018 წელს დაასრულა და მუშაობა სამართალდამცავ სტრუქტურაში დაიწყო.

როგორც გიორგი გახოკია აცხადებს, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტმა მისცა შესაძლებლობა, რომ დარგში მოღვაწე პროფესიონალები გაეცნო, რომლებიც სასწავლო კურსებს უძღვებოდნენ და თეორიული ცოდნის პარალელურად, დიდი პრაქტიკული გამოცდილებიდან გამომდინარე, სტუდენტებს საინტერესოდ უზიარებდნენ ცოდნას.

„ფაკულტეტი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა კანონიერებასა და სამართლის უზენაესობის პრინციპს, რაც ჩემი პროფესიული იდენტობის საყრდენად იქცა. კონსტიტუციური სამართლის, კრიმინალური მართლმსაჯულების და საერთაშორისო სამართლის თემებზე ლექციებმა ხელი შემიწყო გამემყარებინა სიღრმისეული ცოდნა როგორც საქართველოს შიდა სამართლებრივი სისტემების, ისე გლობალური სამართლის შესახებ. ეს ცოდნა დღესაც მეხმარება რთულ სამართლებრივ გარემოში პროფესიონალურად მოქმედებაში და სამართლიანობის დაცვის საქმეში.

მაგრამ, რაც ნამდვილად გამოარჩევდა ფაკულტეტს, იყო სტუდენტური თვითშემოქმედების მხარდაჭერა. ლექტორებმა მაქსიმალურად შეუწყვეს ხელი ჩვენი კრიტიკული აზროვნების განვითარებას. სწავლის პერიოდში მონაწილეობა მივიღე არაერთ იმიტირებულ პროცესში, სამართლებრივ დებატებში, რამაც მნიშვნელოვნად დახვეწა ჩემი უნარები, რომელთაც უკვე ყოველდღიურად ვიყენებ საქმიანობისას. ამ და სხვა გამოცდილებამ გამიჩინა ახალი ხედვები სამართლიანობასა და ადამიანის უფლებებზე, რაც დღემდე ახდენს გავლენას ჩემს პროფესიულ ქმედებებზე. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიღებული განათლება ჩემთვის არ ყოფილა მხოლოდ პროფესიისთვის მზადება - ეს იყო შესაძლებლობა მექცია ჩემი კარიერა მიზანმიმართულ და ღირებულებებით აღსავსე საქმედ“, - განაცხადა სტუ-ის კურსდამთავრებულმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში