„საქართველოს ბანკი“ მომხმარებლებს გზავნილებზე დამატებითი ფულადი პრიზების მიღების შესაძლებლობას აძლევს

„საქართველოს ბანკი“ სამომხმარებლო გამოცდილების გაუმჯობესებას განაგრძობს. ამჯერად ბანკი როგორც ქვეყანაში, ისე მის ფარგლებს გარეთ მცხოვრებ მომხმარებლებს დამატებითი ფულადი რესურსების მიღების შესაძლებლობას აძლევს. ამ მიზნით, „საქართველოს ბანკში“ გზავნილებზე ორი გათამაშება მიმდინარეობს.

გაორმაგებული გზავნილების ფარგლებში, 3 მარტიდან 1-ლი ივნისის ჩათვლით იმ მომხმარებლებს, რომლებიც ფულად გზავნილს საქართველოს ბანკის მობილბანკით ან ინტერნეტბანკით გაანაღდებენ, აქვთ შესაძლებლობა, გაორმაგებული თანხა მიიღონ.

გათამაშებაში ავტომატურად ერთვება ყველა მომხმარებელი, რომელიც საერთაშორისო ფულად გზავნილს მობილბანკით ან ინტერნეტბანკით გაანაღდებს. გაორმაგებულ თანხას ყოველკვირეულად მე-20 000 განაღდებული გზავნილის მიმღები ავტომატურად იღებს.

გათამაშებაში მონაწილეობისთვის, მომხმარებლებმა გზავნილი უნდა მიიღონ შემდეგი სისტემებიდან: RIA, Western Union, MoneyGram, IntelExpress, RicoGram. გაორმაგებული გზავნილების გათამაშების შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.

მეორე გათამაშება კი ემიგრანტებს 500 ან 5000 ლარის ოდენობის ფულადი პრიზის მიღების შესაძლებლობას აძლევს.

გათამაშება 24 მარტიდან დაიწყო და 18 მაისის ჩათვლით გრძელდება. მასში მონაწილეობის მიღება საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრებ პირებს ავტომატურად შეუძლიათ, მათ, ვინც თანხას საკუთარ თავს უგზავნის და საქართველოს ბანკის მობილბანკით ან ინტერნეტბანკით ანაღდებს.

განაღდებული ყოველი 150 ლარი თითო ბილეთს უდრის, შესაბამისად, რაც უფრო დიდია გზავნილის მოცულობა, მით მეტია ფულადი პრიზის მიღების შანსი.

გათამაშების ფარგლებში, ყოველკვირეულად რამდენიმე გამარჯვებული ვლინდება, რომლებიც 500 ან 5000 ლარის ოდენობის პრიზს მიიღებს.

ამ დროისთვის გათამაშებას უკვე ჰყავს 48 გამარჯვებული 10 სხვადასხვა ქვეყნიდან.

მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

(R)

ემილ ავდალიანი - საქართველო რეგიონის გეოგრაფიული ცენტრია, ამიტომ ლოგიკურია, თუ თეირანი, პეკინი და მოსკოვი ცდილობენ, თბილისთან ახლო ურთიერთობები დაამყარონ და ერთგვარად თავის „ბანაკში“ გადმოიბირონ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.06.2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
მყინვარწვერის გზაზე უკვე მაგთის 5G-ია
საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტმა ქართულ ფინტექს ნდობა გამოუცხადა - Kursi.ge-ს ახალი ეტაპი
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვების ახალ ეტაპზე წარმოდგენილი ერთეულები რამდენიმე საათში სრულად გაიყიდა