თბილისში ბებიაქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა გაიმართა

5 მაისს, თბილისში, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ინიციატივით, ბებიაქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა გაიმართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გაეროს მოსახლეობის ფონდი ავრცელებს.

მათივე ცნობით, წლევანდელი თემა იყო - „ბებიაქალების კრიტიკული მნიშვნელობა კრიზისულ სიტუაციებში“.

„ შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა: მეანი-ექთნის როლის ხაზგასმას ორსულთა მოვლასა და დედათა ჯანმრთელობის უზრუნველყოფაში, ბებიაქალთა საერთაშორისო კონფედერაციის (ICM) მიერ ევროპა-ევრაზიის რეგიონში მიმდინარე პროექტებისა და თანამშრომლობის შესაძლებლობების განხილვა და ბებიაქალთა მოსამზადებელი თანამედროვე და ხარისხიანი სასწავლო პროგრამების განვითარების ხელშეწყობა.

მონაწილეებს სიტყვით მიმართეს UNFPA საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა მარიამ ბანძელაძემ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ირინა ჯავახაძემ და საქართველოს ბებიაქალთა ასოციაციის პრეზიდენტმა, ნატალია ხაჩიძემ.

ბებიაქალთა საერთაშორისო დღე 1992 წლიდან აღინიშნება, რათა ხაზგასმით აღნიშნოს მათი მნიშვნელოვანი წვლილი ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების დაცვის საქმეში.

ბებიაქალები უზრუნველყოფენ უსაფრთხო მშობიარობას, ანტე/პოსტ-ნატალურ მზრუნველობას, ოჯახის დაგეგმვას და მხარდაჭერას გენდერული ძალადობის მსხვერპლთათვის. მათ ასევე მნიშვნელოვანი როლი აკისრიათ ძუძუთი კვების ხელშეწყობასა და რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაში.

კრიზისულ სიტუაციებში ბებიაქალები ხშირად არიან პირველები, ვინც დედებისა და ახალშობილების დახმარებას უწევს, მათ შორის ისეთ ადგილებშიც, სადაც ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა შეზღუდულია. ბებიაქალებს შეუძლიათ სიცოცხლის გადარჩენა დედათა და ახალშობილთა ჯანმრთელობის რისკების დროული გამოვლენითა და გართულებების მართვით.

თუმცა მსოფლიოში კვლავ მწვავედ დგას კვალიფიციური ბებიაქალების დეფიციტის პრობლემა და მსოფლიოს დამატებით თითქმის 1 მილიონი ბებიაქალი ესაჭიროება, რომელიც აღჭურვილი იქნება ცოდნითა და კვალიფიკაციით, რაც მათი საქმიანობის ეფექტურად განხორციელებისთვის გადამწყვეტი წინაპირობაა.

საქართველოშიც ბებიაქალთა პროფესიული განვითარება რიგ გამოწვევებთანაა დაკავშირებული: სამუშაო ძალის დეფიციტი, დაბალი პროფესიული აღიარება და ანაზღაურება, არათანმიმდევრული მოვლის ხარისხი (განსაკუთრებით სოფლად) და შეზღუდული წვდომა უწყვეტ პროფესიულ განათლებაზე.

ბებიაქალთა საერთაშორისო დღე კიდევ ერთხელ გვახსენებს მათ გადამწყვეტ როლს დედათა და ახალშობილთა მოვლის უწყვეტობის უზრუნველყოფაში -განსაკუთრებით ყველაზე დაუცველი ჯგუფებისთვის. ბებიაქალების გაძლიერება უნდა წარმოადგენდეს ეროვნული ჯანდაცვის სისტემის განვითარების ერთ-ერთ პრიორიტეტს.

დღეს, აუცილებელია ბებიაქალების, როგორც სრულფასოვანი ჯანდაცვის პროფესიონალების აღიარება და მათი სრული ჩართულობის უზრუნველყოფა დედათა მოვლის ყველა დონეზე”, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია