„მთავარია გჯეროდეს“  - თიბისის ახალი გზავნილი

„მთავარია გჯეროდეს“ - თიბისის ახალი მანიფესტი და ბრენდის მთავარი სათქმელია, რომელიც გვეუბნება, რომ საკუთარი თავის რწმენა შეუძლებელს შეგაძლებინებს. ნებისმიერ სირთულეს და გამოწვევას გადალახავ - მთავარია გჯეროდეს, რომ არ არსებობს არაფერი, რაც არ გამოვა და რომ ამ რწმენით ნაკარნახევი ყველა წამოწყების დასასრული გამარჯვებაა.

ეს გზავნილი საუკეთესოდ ჰყვება განვითარების იმ ისტორიას, რომელიც თიბისიმ 33-წლის განმავლობაში შექმნა და იმ ფასეულობებს აერთიანებს, რომლებიც მეოთხე ათწლეულია თიბისის ამოძრავებს განვითარების ყველა მნიშვნელოვან ეტაპზე.

თიბისის გუნდის ფილოსოფიაც ამ ღირებულებაზე იყო დაშენებული - ის, რაც ერთი შეხედვით შეუძლებელი ჩანს, საბოლოოდ შესაძლებელი აღმოჩნდება ხოლმე. სწორედ ეს გამოცდილება გახდა თვითრწმენის საფუძველი და მოტივაცია იმისათვის, რომ ბრენდი განვითარების ახალ ეტაპზე გადასულიყო, ახალი სათქმელი ეთქვა ადამიანებისთვის და საკუთარი წარმატების მაგალითით, შთაგონება და სტიმული გამხდარიყო.

„თიბისი, როგორც ბრენდი, დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად დაიბადა და გაიზარდა. მასთან ერთად გავიარეთ განვითარების არაერთი ეტაპი. საკუთარი თავისა და ჩვენი მიზნების რწმენა, ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ძალა იყო ჩვენთვის. ამ გზაზე შესაძლებლობად ვაქციეთ ყველა გამოწვევა, გავიზარდეთ, გავფართოვდით, გავციფრულდით და საქართველოს საზღვრებსაც გავცდით. ჩვენ დავიჯერეთ ის, რაც თავდაპირველად შეუძლებელი გვეგონა და არაერთხელ დავამტკიცეთ, რომ თვითრწმენით, თავდაჯერებულობითა და შემართებით, ერთად შეუძლებელსაც შევძლებთ - მთავარია, გვჯეროდეს“, - ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.

(R)

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია