აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს, აფხაზეთიდან დროებით დევნილ 102 წლის არტემ კოპალიანს ესტუმრნენ

ფაშიზმზე გამარჯვების მე-80 წლისთავთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ლაშა ქარდავა და აფხაზეთის მთავრობის აპარატის უფროსი, დავით მორგოშია თბილისში მცხოვრებ, აფხაზეთიდან დროებით დევნილ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს ესტუმრნენ.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებმა 102 წლის სოხუმელ არტემ კოპალიანს 9 მაისი პირადად მიულოცეს, გმირული თავდადებისთვის მადლობა გადაუხადეს და საჩუქრები გადასცეს.

„როგორც აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ჩემთვის პრიორიტეტია ვეტერანი გმირების ჯანმრთელობასა და სოციალური დაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. ჩვენ არა მხოლოდ მადლობას ვუხდით, არამედ ვალდებული ვართ, ყოველდღიურად ვიზრუნოთ მათ კეთილდღეობაზე”, - განაცხადა ლაშა ქარდავამ.

ინფორმაციის თანახმად, ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის ინიციატივით, სარეზერვო ფონდიდან, აფხაზეთიდან დროებით დევნილი, მსოფლიო ომის ვეტერანი 1000-ლარიან ერთჯერად დახმარებას მიიღებს.

ცნობისთვის, დღეს საქართველოში ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღინიშნება. 1945 წლის 8 მაისს გერმანიამ კაპიტულაცია გამოაცხადა და მეორე მსოფლიო ომი დასრულდა, ხოლო 9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს