„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება

11 მაისს და 5 მაისს ქართული მედიის (ტვ პირველი) საინფორმაციო გამოშვებებში გაშუქდა ქობულეთში გამართული აქცია, სადაც მოქალაქეთა გარკვეული ჯგუფი ყოვლად გაუგებარ და დაუსაბუთებელ პრეტენზიას გამოხატავს კომპანიის საკუთრებაში არსებულ მიწებთან დაკავშირებით.

"სილქ როუდ ჯგუფის" პრესსამსახურმა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით "ტვ პირველის" ახალი ამბების რედაქციას მიაწოდა კომპანიის პოზიცია, რომელიც საჯაროდ ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის "სილქ როუდ ჯგუფის" ოფიციალურ ვებ გვერდზე.

არცერთი ჟურნალისტი არ დაკავშირებია კომპანიის პრესსამსახურს საქმის ვითარების გასარკვევად. ეთერი მხოლოდ აქციის მონაწილეების პოზიციას ეთმობა, რაც აშკარად არღვევს მიუკერძოებელი ჟურნალისტიკის სტანდარტებს და კონკრეტული ჯგუფის ინტერესების გატარებას უფრო ჰგავს, ვიდრე ფაქტების ობიექტურ გაშუქებას. სატელევიზიო არხის ასეთი პოზიციის შედეგია მაყურებლის შეცდომაში შეყვანა და კომპანიისთვის რეპუტაციული ზიანის მიყენება.

მივმართავთ ყველა მედიას – თემის გაშუქებისას მაყურებელს გააცნოს "სილქ როუდ ჯგუფის" პოზიცია, რომელიც არა ერთხელ იქნა დაფიქსირებული საჯაროდ:

კომპანია "სილქ როუდ ჯგუფმა" მრავალი წლის წინ კანონის სრული დაცვით შეიძინა საკუთრების უფლება სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ქონებაზე, შესაბამისად, კომპანიას აქვს თავის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის ყველა კანონიერი უფლება.

აქციის ორგანიზატორთა და მონაწილეთა მხრიდან გაჟღერებული შანტაჟის შემცველი მოთხოვნები სცდება როგორც ყოველგვარი ყოფითი ლოგიკის, ასევე კანონიერების საზღვრებს და მხოლოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება. კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ კომპანიას გააჩნია ყველა კანონიერი უფლება განკარგოს თავის საკუთრებაში არსებული ქონება. ამ ქონების მიმართ სოფელ ბობოყვათის მაცხოვრებლების – ან სხვა ნებისმიერი დაინტერესებული მხარის – მხრიდან აქციებზე გაჟღერებულ პრეტენზიებს არ აქვს არანაირი სამართლებრივი საფუძველი და დაუსაბუთებელი შანტაჟია.

კიდევ ერთხელ, საჯაროდ, მოვუწოდებთ მედიებს და მათ ხელმძღვანელობას დაიცვან ჟურნალისტიკის ელემენტარული სტანდარტები და შეწყვიტონ თემის მიკერძოებულად და ცალმხრივად გაშუქება.

2025 წლის, 5 მაისის განცხადება: https://silkroadgroup.net/srg-12-05/

(R)

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია