ანა დოლიძე მთავრობის ადმინისტრაციასთან ჭიათურელ მოშიმშილეებს შეხვდა

კოალიცია “ხალხისთვის - ძლიერი საქართველოს” ერთი-ერთი ლიდერი, ანა დოლიძე მთავრობის ადმინისტრაციასთან ჭიათურელ მოშიმშილეებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

“დღეს მე აქ მოვედი იმისთვის, რომ, პირველ რიგში, მოვიკითხო მათი მდგომარეობა და სოლიდარობა გამოვუცხადო მათ. ადამიანები მთელი ცხოვრება მუშაობენ პატიოსნად, ოჯახს არჩენენ, განსაკუთრებული დასაბუთება სჭირდება თუ რატომ გაუშვეს აქ მყოფი ადამიანების თანამებრძოლები ციხეში. რა საფრთხეს წარმოადგენდნენ ისინი, ამ ყველაფერს სჭირდება მტკიცებულება. თან, აქ დაკავებულებს ჰყავთ მცირეწლოვანი შვილები, მათ რჩენას ვინ უზრუნველყოფს?! დღე არ გავა, რომ კრიმინალი არ მოხდეს. აი, სად არის პოლიცია საჭირო და სად არის გამოსაყენებელი პატიმრობა”, - განაცხადა ანა დოლიძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს