განახლებული საკრედიტო შესაძლებლობები „საქართველოს ბანკის“ მობილბანკში

საქართველოს ბანკისთვის“ ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი მომხმარებლებისთვის საბანკო სერვისებით სარგებლობის პროცესის გამარტივება და მათთვის საჭირო პროდუქტების შეთავაზებაა. საუკეთესო საბანკო გადაწყვეტების შეთავაზების მიზნით, ამჯერად მომხმარებლებს მობილბანკში განახლებული საკრედიტო შესაძლებლობები დახვდებათ.

გადახდის განვადება

ალბათ გქონიათ გამოცდილება, როდესაც გარკვეული ნივთის ან პროდუქტის შეძენის შემდეგ თანხა დაგჭირდათ. გადახდის განვადების მეშვეობით კი შეგიძლიათ ნებისმიერ ობიექტში (მათ შორის: მაღაზიებში, მარკეტებში, საკვებ ობიექტებში და სხვა.) დახარჯული თანხა უკან დაიბრუნოთ სესხის სახით და განავადოთ 12 თვეზე.

თანხის დაბრუნება შესაძლებელია გადახდის განხორციელებიდან 14 დღის განმავლობაში. იმისათვის, რომ გადახდის განვადებით ისარგებლოთ, საჭიროა თქვენი საკრედიტო შესაძლებლობები იცოდეთ. (ნახეთ ხელმისაწვდომი თანხა აქ.)

ინფორმაციისთვის, აღნიშნული პროდუქტით სარგებლობისთვის აუცილებელია თანხა საქართველოს ბანკის სადებეტო ბარათით გადაიხადოთ, თანხის ოდენობა კი 200-დან 5000 ლარამდე უნდა შეადგენდეს.

გადახდის განვადების შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

სესხის თარიღის ცვლილება მობილბანკიდან

როგორც წესი, მომხმარებელი სესხის აღებისას ირჩევს კონკრეტულ თარიღს თუ როდის სურს რომ გადაიხადოს. ამ დრომდე თარიღის შეცვლა მხოლოდ ფილიალში შეიძლებოდა. ამიერიდან, ამ ოპერაციის შესრულება სწრაფად და მარტივად, საქართველოს ბანკის მობილბანკიდან არის შესაძლებელი.

აღსანიშნავია, რომ სასურველი თარიღის ცვლილებას მომხმარებლები წელიწადში ორჯერ შეძლებენ.

სესხის თარიღის ცვლილების შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

AmEx საკრედიტო ბარათის შეკვეთა

(R)

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია