ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციასა და „საქართველოს ბანკს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ბანკისთვის“ ქვეყანაში აგრო სექტორის გაძლიერება ერთ-ერთი პრიორიტეტულია და ამ მიმართულებით ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. სწორედ ამ მიზნით, ბანკსა და ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს ხელი საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა, ნინო აფციაურმა და ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის დირექტორმა, შოთა ცუკოშვილმა მოაწერეს.

აღნიშნული მემორანდუმის მიზანს საქართველოში მოცვის ინდუსტრიის გაძლიერება, ამ სექტორში კომპეტენციის გაზრდა და საუკეთესო პრაქტიკების დანერგვა წარმოადგენს.

საქართველოს ბანკი“ წლებია, აგრო სექტორის აქტიური მხარდამჭერია და რეგიონებში ბიზნესების გაძლიერებას უწყობს ხელს. გაფორმებული მემორანდუმი ერთის მხრივ, წარმოადგენს თანამშრომლობის ახალ ეტაპს ბანკსა და ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციას შორის, მეორეს მხრივ კი ბიზნესებისთვის ახალი შესაძლებლობაა, რათა საქართველოში მოცვის წარმოება კიდევ უფრო მასშტაბური გახდეს. მოხარულები ვართ ამ თანამშრომლობით, და გვჯერა, რომ აღნიშნული სექტორის გაძლიერებისთვის სამომავლოდ არაერთ სასარგებლო პროექტს განვახორციელებთ ერთობლივად“, - განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა, ნინო აფციაურმა.

“ჩვენთვის მნიშვნელოვანი პარტნიორობა წამოვიწყეთ საქართველოს ბანკთან, რაც აგროსექტორში, განსაკუთრებით კი მოცვის ინდუსტრიაში, ახალი შესაძლებლობების შექმნის წინაპირობაა. ასოციაციის მთავარი მიზანია სექტორში ერთიანი სისტემის შექმნა, სადაც კოორდინირებულად იმუშავებენ როგორც ფერმერები, ისე ფინანსური ინსტიტუტები, ექსპერტები და საერთაშორისო პარტნიორები. სწორედ ასეთი მიდგომა ქმნის მდგრადი განვითარების საფუძველს. მიგვაჩნია, რომ ცოდნის გაზიარება, ტექნოლოგიური განვითარება და სწორი ფინანსური მხარდაჭერა სექტორის წარმატების აუცილებელი წინაპირობაა.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერა მოცვის ინდუსტრიისთვის არა მხოლოდ ფინანსურ სარგებელს, არამედ სანდო პარტნიორობას და საერთო მიზნის გარშემო გაერთიანების მაგალითს წარმოადგენს. გვჯერა, რომ ერთობლივად ბევრ წარმატებულ ინიციატივას მივცემთ დასაბამს, რაც მნიშვნელოვნად გააძლიერებს ქართულ აგრარულ სექტორს,” - განაცხადა ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის დირექტორმა, შოთა ცუკოშვილმა.

(R)

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 08.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა