ანდრეი ერმაკი - მზად ვართ დიალოგის ნებისმიერი ფორმატისთვის, მაგრამ არსებობს პირობა - ცეცხლის სრული და უპირობო შეწყვეტა

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის განცხადებით, უკრაინა მზადაა რუსეთთან მოლაპარაკებების ნებისმიერი ფორმატისთვის, თუმცა ამისთვის არსებობს პირობა - ცეცხლის სრული შეწყვეტა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

„ჩვენ მზად ვართ დიალოგის ნებისმიერი ფორმატისთვის, მაგრამ არსებობს პირობა - სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტა. ჩვენ ამის არ გვეშინია, რადგან სწორედ უკრაინამ აჩვენა გახსნილობა და გულწრფელობა. ახლა რუსეთის ჯერია“, - აღნიშნა ერმაკმა.

მისი თქმით, პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თურქეთში გაემგზავრება მაშინაც კი, თუ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი პირდაპირ კონტაქტზე უარს იტყვის.

„ეს მთელი მსოფლიოსთვის მკაფიო სიგნალი იქნება: მოსკოვს არ სურს მშვიდობა და არ არის მზად სერიოზული მოლაპარაკებებისთვის“, - აღნიშნა ერაკმა.

მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ უკრაინის სტრატეგიული პარტნიორი, შეერთებული შტატები ამ პროცესში თავის როლს შეინარჩუნებს.

„მადლიერები ვართ სტივ უოტკოფის კონსტრუქციული საუბრებისა და იმის გაგებისთვის, რომ ცეცხლის შეწყვეტა ლოგიკური ნაბიჯია. ასევე მადლიერები ვართ პრეზიდენტ ტრამპის მკაფიო გზავნილისთვის: თუ პუტინს მშვიდობა არ სურს, უკრაინა იმაზე მეტს მიიღებს, ვიდრე წარმოდგენა შეიძლება“, - განაცხადა ერმაკმა.

მისი თქმით, თუ პუტინი თურქეთში არ ჩავა, ეს მოქმედების სტიმული უნდა იყოს. კერძოდ, უნდა მოხდეს აშშ-ის მიერ სანქციების პაკეტის შემოღება და ევროკავშირის მიერ ახალი სანქციების დაწესება, რომელმაც დარტყმა უნდა მიაყენოს რუსეთის ფედერაციის ენერგეტიკის სფეროსა და ფინანსებს.

„30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტა არის არა სამხედრო უპირატესობა, არამედ პროცესის დაწყების შესაძლებლობა: დელეგირება, მონიტორინგი, გამჭვირვალობა. სწორედ შეერთებულ შტატებს აქვს ამის განხორციელების პოტენციალი“, - აღნიშნა ერმაკმა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს