საქართველოს ბანკმა განახლებადი ენერგიის სფეროში მწვანე ვაჭრობის ხელშეწყობისთვის EBRD-ისგან ჯილდო მიიღო

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა საქართველოს ბანკი განახლებადი ენერგიის სფეროში მწვანე ვაჭრობის განვითარებისთვის დააჯილდოვა. საქართველოს ბანკმა აღიარება იტალიიდან აღჭურვილობის იმპორტისა და გურიის რეგიონში ჰიდროელექტრო სადგურზე მათი ინტეგრაციის პროცესში გაწეული ძალისხმევისთვის მოიპოვა. აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვნად ზრდის ქვეყანაში განახლებადი ენერგიის გამომუშავებას, რაც წლიურად 20 000-ზე მეტი მსუბუქი ელექტრო ავტომობილის მიერ მოხმარებული ენერგიის ეკვივალენტია.

აღნიშნული ჯილდო აღიარებს იმ ბანკების წვლილს, რომლებმაც გასული წლის განმავლობაში, EBRD-ის სამიზნე რეგიონებში მწვანე ტექნოლოგიებითა და მდგრადი მასალებით ვაჭრობას ხელი შეუწყვეს. ჯილდო ასევე წარმოაჩენს იმ ინსტიტუტებს, რომლებიც მწვანე ეკონომიკაზე გადასვლას ერთგულად და თანმიმდევრულად უჭერდნენ მხარს.

„მოხარულები ვართ, რომ ვაგრძელებთ მტკიცე პარტნიორობას ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან. ვამაყობთ, რომ EBRD-იმ მწვანე დაფინანსების სფეროში ლიდერობისთვის ასევე, მწვანე ეკონომიკის განვითარების მხარდაჭერაში შეტანილი წვლილისთვის დაგვაჯილდოვა. როგორც მწვანე დაფინანსების სფეროში საქართველოში წამყვანი ბანკი ჩვენ განახლებადი ენერგიის პროექტებისა და მდგრადი ვაჭრობის მხარდაჭერას სტრატეგიულ პრიორიტეტებად მივიჩნევთ. ეს აღიარება კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს ერთგულებას, მდგრადი დაფინანსების გზით შევქმნათ გრძელვადიანი ღირებულებები როგორც ჩვენი მომხმარებლებისთვის, ისე ეკონომიკისა და გარემოსთვის“, - განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.

„ვამაყობთ, რომ წარმოვაჩენთ ჩვენი გრძელვადიანი პარტნიორის, საქართველოს ბანკის ურყევ ერთგულებასა და ლიდერობას მწვანე დაფინანსების სფეროში. ვიმედოვნებთ, რომ ეს პროექტი არა მარტო გაძლიერებს საქართველოს განახლებადი ენერგიის შესაძლებლობებს, არამედ დააწესებს სტანდარტებს რეგიონში სხვა ინსტიტუტებისთვისაც, რომელთა მიზანია მდგრადი მომავლის ხელშეწყობა“, - განაცხადა შონა ტატჩელმა, EBRD-ის ვაჭრობის ხელშეწყობის პროგრამის ხელმძღვანელმა.

(R)

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია