გიორგი პერტაიამ ჩინეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქმიანი შეხვედრები გამართა

სავაჭრო პალატის პრეზიდენტი, გიორგი პერტაია, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, პაატა კალანდაძესთან ერთად, ჩინეთის გუანდუნის პროვინციის ქალაქ გუანჯოუში, გუანდუნის სავაჭრო პალატისა და ჩინეთის საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის საბჭოს (CCPIT) გუანდუნის კომიტეტის ხელმძღვანელობას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას სავაჭრო პალატა ავრცელებს.

როგორ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შეხვედრისას სავაჭრო, საინვესტიციო და ტურიზმის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს.

ვიზიტის ფარგლებში, გიორგი პერტაიამ შეხვედრები გამართა გუანდუნის პროვინციის სახალხო პოლიტიკური საკონსულტაციო კომიტეტის (CPPCC) და ნანშას რაიონის ხელმძღვანელობასთანაც. შეხვედრისას ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს, ასევე ხაზი გაესვა თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრირებას ბიზნესში და ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარებას.

პალატის პრეზიდენტმა საინვესტიციო ფორუმში - New Cooperation, New Opportunities, New Development სიტყვით გამოსვლისას საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებზეც ისაუბრა.

„გუანდუნის პროვინცია, ჩინეთის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი რეგიონია. საქართველოსთვის ეს რეგიონი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენი ექსპორტის დიდი ნაწილი სწორედ გუანჯოუს პორტების გავლით შედის ჩინეთის ბაზარზე. ვგეგმავთ, უფრო გავაქტიურდეთ ჩინეთის სხვა რეგიონებშიც, რომ ქართული პროდუქციისთვის ახალი გასაღების ბაზრები მოვიპოვოთ და გავზარდოთ ჩვენი ექსპორტის მოცულობა ამ უმნიშვნელოვანეს ეკონომიკურ სივრცეში“, - განაცხადა გიორგი პერტაიამ.

ქართული დელეგაციის ვიზიტი გუანდუნის პროვინციაში საქართველოს სავაჭრო პალატის წარმომადგენლის, ბექარ მიქაბერიძეს ორგანიზებით ჩატარდა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია