თაკო ჩარკვიანი - შეხვედრებზე საუბარი არის გამოსავალზე, როგორ მოხდეს ისე, რომ ჩატარდეს მართლა სახალხო არჩევნები

ყველაზე ნაყოფიერი შეხვედრა დღეს იყო, გამოიკვეთა ის აზრი, რომ ამ ხელისუფლებას არ შეიძლება შეჰყვე არჩევნებში, რადგან ეს არ არის დემოკრატიული მექანიზმით მომუშავე ხელისუფლება, - ამის შესახებ პარტიის „კანონი და სამართალი“ ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა პაატა ბურჭულაძის მიერ ორგანიზებული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომელსაც პოლიტიკურ პარტიებთან ერთად აქტივისტები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მისი თქმით, ოპოზიციის შეხვედრებზე საუბარი მიმდინარეობს იმაზე, თუ რა გამოსავალი უნდა იპოვონ ხელისუფლების ოპონენტებმა დიდი სახალხო არჩევნების ჩასატარებლად.

„შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ დღეს ნამდვილად შედგა ერთობა, არა მხოლოდ პარტიების, სამოქალაქო სექტორისაც.

როდესაც ხელისუფლება არჩევნებზე საუბრობს, ბუნებრივია, ადამიანები კითხვას სვამენ, რომ ამ პირობებში როგორ უნდა ჩატარდეს არჩევნები. ხომ ვხედავთ, რასაც აკეთებენ, არ სჭირდება ამას დიდი ოპოზიციონერობა, რომ მიხვდე, ხელისუფლება დასავლეთთან მკვეთრად დაპირისპირებულია, ამიტომ, ვკითხულობ, რა დემოკრატიულ არჩევნებზეა საუბარი, ასე ბრეჟნევიც ატარებდა არჩევნებს. ამაზე მიდის ზუსტად მსჯელობა. როდესაც ხელისუფლება საუბრობს, რომ ის ემზადება არჩევნებისთვის, ბუნებრივია, რიგით მოქალაქეს უჩნდება კითხვა, რა დემოკრატიაზეა საუბარი, როცა ყოველ წამს ვიღაცას იჭერენ, სასამართლო არ არის თავისუფალი, დასანქცირებული მოსამართლეები გვყავს.

საუბარი არის გამოსავალზე, როგორ მოხდეს ისე, რომ ჩატარდეს მართლა სახალხო არჩევნები და ეს არ იყოს ხელისუფლების არჩევნები. ამაზე მიდის მსჯელობა, ეს არ არის გადაწყვეტილი, ზუსტად ამიტომ არის ეს შეხვედრები, დღეს მესამე შეხვედრაა. მე ვფიქრობ, რომ ყველაზე ნაყოფიერი შეხვედრა დღეს იყო, გამოიკვეთა ის აზრი, რომ ამ ხელისუფლებას არ შეიძლება შეჰყვე არჩევნებში იმიტომ, რომ ეს არ არის დემოკრატიული მექანიზმით მომუშავე ხელისუფლება“, - განაცხადა ჩარკვიანმა.

კითხვაზე, აღნიშნული ოპოზიციური ერთობა გაემიჯნა თუ არა სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგობის პლატფორმას, თაკო ჩარკვიანმა განაცხადა, რომ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ლიდერად ვერ გამოიკვეთა.

„თქვენ გახსოვთ 31 მარტი, მე ვფიქრობ, ქალბატონი სალომე ლიდერად ვერ გამოიკვეთა. ჩემგან ეს საწყენი არ იქნება, ეს ჩემი აზრია და არ ნიშნავს მის მიმართ უპატივცემულობას. თუ გახსოვთ, მაშინ ხალხის მოთხოვნა იყო არდაშლა და პაატა ბურჭულაძეს მოუწია მიკროფონთან მისვლა. ეს იყო შეკრება, სადაც პარტიები არაფერს არ მართავენ. ახალგაზრდები ბევრნი იყვნენ და მე ეს მომეწონა ზუსტად, რომ დომინანტი ერთი პარტია არ იყო“, - აღნიშნა თაკო ჩარკვიანმა.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს