საქართველოში პირველი XR LAB BTU-ს ახალ კამპუსში დაფუძნდა

პირველად საქართველოში, გაფართოებული რეალობის სასწავლო ლაბორატორია, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ახალ კამპუსში გაიხსნა. XR LAB ცვიკაუს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტთან პარტნიორობით და DAAD-ის მხარდაჭერით შეიქმნა.

უახლესი ტექნოლოგიით აღჭურვილი ლაბორატორია აერთიანებს ვირტუალური რეალობის სათვალეებს, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შექმნილ საგანმანათლებლო მასალას, დარგის წამყვანი გერმანელი სპეციალისტების მიერ შემუშავებულ ვირტუალურ სასწავლო რესურსებს საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურებზე სწავლებისთვის, კვლევისთვის და ახალი, ინოვაციური პროექტების განხორციელებისთვის. ლაბორატორიით სარგებლობას უნივერსიტეტის პროფესორები, სტუდენტები და პარტნიორები შეძლებენ.

სწავლების ახალი და ინოვაციური მეთოდი, გაფართოებული რეალობის გამოყენებით უზრუნველყოფს ინტერაქტიულ გამოცდილებას, დისტანციურად სწავლების შესაძლებლობას და მონტაჟური სასწავლო გარემოს შექმნას, სადაც ვირტუალური სივრცე ადაპტირდება კონკრეტული საგნის შესაბამისად. აღნიშნული გამოცდილების გაზიარებას საქართველოში ცვიკაუს გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტის პროფესორები და მკვლევარები მოახდენენ.

BTU-ს, DAAD-ის და გერმანული ცვიკაუს უნივერსიტეტის (Zwickau University of Applied Sciences) პარტნიორობის ფარგლებში, უნივერსიტეტში უკვე ფუნქციონირებს კომპიუტერული მეცნიერებისა და ხელოვნური ინტელექტის საბაკალავრო პროგრამა, რომლის ფარგლებში, სტუდენტს სრული დაფინანსებით შეუძლია რამდენიმე სემესტრი ისწავლოს გერმანიაში და მიიღოს ორივე უნივერსიტეტის დიპლომი. აღნიშნულ პროგრამაზე, სასწავლო პროცესში ჩართული არიან გერმანული უნივერსიტეტის პროფესორებიც.

(R)

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება