„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, აზროვნების აკადემიაში ბაზრის კვლევაზე ბიზნეს სესია გაიმართება

„საქართველოს ბანკი“ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაზე ზრუნვას განაგრძობს. ამ მიზნით, ბანკი, აზროვნების აკადემიასთან პარტნიორობით, ბიზნეს სესიების ციკლს აგრძელებს. 21 მაისს ღონისძიებების ციკლის ფარგლებში, გაიმართება ლექცია თემაზე - „ბაზრის კვლევა, სეგმენტაცია, კონკურენტული ანალიზი“, რომელსაც კრეატიული სააგენტო სუპერმარკეტის თანადამფუძნებელი, ვასკა ჩუბინიძე გაუძღვება.

ლექცია განკუთვნილია მეწარმეებისთვის, რომელთაც სურთ საკუთარი ბიზნესისთვის ბაზარზე გამორჩეული პოზიცია იპოვონ. შეხვედრაზე განხილული იქნება, თუ რატომ არის აუცილებელი ბაზრისა და კონკურენტების სიღრმისეული კვლევა ბიზნესის დარეგისტრირებამდე. მონაწილეები გაეცნობიან პრაქტიკულ ინსტრუმენტებს ბაზრის ეფექტური ანალიზისთვის, გაიგებენ კონკურენტების შესწავლის მეთოდებს და ხერხებს საკუთარი უპირატესობების აღმოსაჩენად.

ვასკა ჩუბინიძე ლექციაზე უპასუხებს შემდეგ საკვანძო კითხვებს:

  • რატომ არის აუცილებელი ბაზრისა და კონკურენტების კვლევა?
  • რომელია ის გავრცელებული შეცდომები, რასაც მცირე და საშუალო ბიზნესები საწყის ეტაპზე უშვებენ?
  • როგორ შეისწავლოს კონკურენტები და კვლევის რომელ მეთოდებს შეიძლება მიმართოს მცირე ბიზნესმა, როცა შეზღუდული რესურსით ოპერირებს?
  • რა მნიშვნელობა აქვს ბიზნესისთვის სეგმენტაციასა და მომხმარებლის საჭიროებების ზუსტად განსაზღვრას?

შეხვედრა 21 მაისს, 20:00 საათზე, აზროვნების აკადემიაში, თინა იოსებიძის 57-ში გაიმართება.

ლექციების სრულ ციკლზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

აღსანიშნავია, რომ ბიზნეს სესიები საქართველოს ბანკის ბიზნეს განათლებისა და ბიზნეს 360°-ის შემადგენელი ნაწილია. ბიზნეს 360° ციფრული პლატფორმაა, რომელიც ყველა იმ შესაძლებლობას აერთიანებს, რასაც საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ქმნისიქნება ეს საგანმანათლებლო პროექტები, განვითარებაზე ორიენტირებული პროგრამები, შეთავაზებები, ღონისძიებები, სექტორული კვლევები თუ სხვა.

(R)

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია