სახალხო დამცველმა უვადო პატიმართა მართლმსაჯულების საკითხებთან დაკავშირებით სპეციალური ანგარიში წარმოადგინა

საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა „უვადო თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებულების მიმართ განხორციელებული მართლმსაჯულებისა და პირობით ვადამდე გათავისუფლების საკანონმდებლო და პრაქტიკული ანალიზი“ წარმოადგინა. ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

მათივე ცნობით, სპეციალურ ანგარიშში საქართველოს პენიტენციურ სისტემაში მყოფი უვადო მსჯავრდებულთათვის სასჯელის შეცვლის, შემსუბუქების, შეწყვეტის ან პატიმრობიდან პირობით გათავისუფლებისათვის საჭირო პროცედურები, მათზე შეღავათის გავრცელების საერთაშორისო პრაქტიკა და საქართველოში არსებული გარანტიების და მექანიზმების ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობის საკითხი არის განხილული.

„თავის გამოსვლაში სახალხო დამცველმა სისხლის სამართლის საქმეთა გაცნობის შედეგად გამოკვეთილ ხარვეზებზე და პენიტენციურ სისტემაში სასჯელის მოხდის პერიოდში უვადო მსჯავრდებულებთან მიმართებით გამოვლენილ ტენდენციებზე ისაუბრა და მართლმსაჯულების სამართლიანი აღსრულების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ ასევე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარე ლევან თევზაძე, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი და საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი დგებუაძე.

პრეზენტაციის შემდეგ დამსწრეებმა ანგარიშში ასახულ საკითხებთან დაკავშირებით დისკუსია გამართეს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში