ალექსანდრე წულაძე ლონდონში "განათლების მსოფლიო ფორუმზე" - მნიშვნელოვანი სიახლეები გვაქვს ბრიტანულ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის გაფართოების კუთხით

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ალექსანდრე წულაძე სამუშაო ვიზიტით ლონდონში იმყოფება, სადაც, სხვადასხვა ქვეყნის 150-ზე მეტ მინისტრთან ერთად, „განათლების მსოფლიო ფორუმში“ მონაწილეობს.

განათლების სამინისტროს ცნობით, ფორუმის ფარგლებში, განათლების მინისტრები და წამყვანი საგანმანათლებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები ერთმანეთს უზიარებენ გამოცდილებას განათლების სფეროს აქტუალურ საკითხებსა და გამოწვევებთან დაკავშირებით.

ალექსანდრე წულაძემ ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმები, არსებული სიახლეები და მიღწევები გააცნო. მან საუბრისას, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სწავლა-სწავლების პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის მიზნით გადადგმულ ნაბიჯებსა და სამომავლო გეგმებზე.

მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და მსოფლიოს ქვეყნებს შორის განათლების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების ხელშეწყობას. როგორც მან აღნიშნა, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში წამყვანი ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინება მნიშვნელოვანია და „განათლების მსოფლიო ფორუმი“ სწორედ, ამის შესანიშნავ შესაძლებლობას იძლევა.

მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას განსაკუთრებით გამოყო დიდ ბრიტანეთთან თანამშრომლობის გაფართოების საკითხი. კერძოდ, ტრანსნაციონალური განათლების შესაძლებლობები და თანამშრომლობის ფორმები ბრიტანულ უნივერსიტეტებთან. მისი განცხადებით, საქართველო და ბრიტანეთი აქტიურად მუშაობენ უმაღლესი განათლების საფეხურზე ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებისთვის და ძალიან მალე ამ მიმართულებით ხელშესახები შედეგები გვექნება. 2 / 2

„მნიშვნელოვანი სიახლეები გვაქვს ბრიტანულ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის გაფართოების კუთხით. ჩვენი მიზანია, როგორც ქართველ, ასევე საერთაშორისო სტუდენტებს მივცეთ შესაძლებლობა, საქართველოში მიიღონ ბრიტანული განათლება და კვალიფიკაცია.

იმას, რომ ბრიტანულ უმაღლეს საგანმანათლებლო ინსტიტუციებს საქართველოსთან თანამშრომლობის დიდი ინტერესი აქვთ ბრიტანული ორგანიზაცია Times Higher Education (THE)-ის მიერ 2024 წელს ჩატარებული კვლევაც ადასტურებს“, – განაცხადა ალექსანდრე წულაძემ.

„განათლების მსოფლიო ფორუმი“ განათლების სფეროში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა, რომელიც ყოველწლიურად ლონდონში იმართება და აერთიანებს განათლების მინისტრებსა და სხვადასხვა წამყვანი ორგანიზაციების წარმომადგენლებს.

ფორუმი წარმოადგენს შესანიშნავ პლატფორმას, სადაც თემატურ საკითხებზე გამართული პლენარული სესიების ფარგლებში, მონაწილეებს საუკეთესო პრაქტიკისა და ინოვაციური მიდგომების გაზიარების საშუალება აქვთ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში