„გადაიხადე რამდენიც გინდა“ გრძელდება - თანადგომის ძალა, რომელიც ადამიანების ცხოვრებას ცვლის

სხვისი ტკივილის დანახვა მხოლოდ სევდა არ უნდა იყოს, ის მოქმედების მოტივატორად უნდა იქცეს. სწორედ ეს არის ის ღირებულება, რაც გამოხატულია „პალიტრა L“-ის საქველმოქმედო ინიციატივაში „გადაიხადე რამდენიც გინდა“, რომელიც მკითხველს საშუალებას აძლევს, წიგნის ყიდვით რეალურად დაეხმაროს ადამიანებს, რომლებსაც მხარდაჭერა ძალიან სჭირდებათ.

აქცია „გადაიხადე რამდენიც გინდა“ 15 მაისიდან დაიწყო და მკითხველის გულშემატკივრობითა და თანადგომით ისევ გრძელდება. ამჯერად, დახმარება ერთ მარტოხელა პენსიონერ დედასა და მის მძიმე ავადმყოფ შვილს სჭირდება, ოჯახს, რომელიც საოკუპაციო ხაზთან ცხოვრობს, ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ საფრთხესთან პირისპირ.

თქვენ მიერ შეძენილი ილია ჭავჭავაძის უკვდავი ნაწარმოები „კაცია - ადამიანი?!“, შეიძლება გახდეს პასუხი მარტოხელა პენსიონერი დედის კითხვაზე, თუ როგორ გადაარჩინოს შვილი, როცა ერთადერთი შემოსავალი სოციალური პენსიაა?

ქალბატონი ლია ტერაშვილი საოკუპაციო ხაზთან ცხოვრობს, შვილთან ერთად. 42 წლის ვაჟი სრულიად საწოლს არის მიჯაჭვული, უსინათლოა, მრავალ დაავადებას ებრძვის, მას ახლახან ურთულესი დიაგნოზიც დაუდგინდა. ოჯახს საკვებისა და წამლების ყიდვის საშუალება არ აქვს.

„ჩემი ბიჭი ვერ დგება… მარტო ვუვლი… მკურნალობა და განსაკუთრებული კვება სჭირდება. არ ვიცი, როგორ გადავრჩეთ…“, - გვიყვება ქალბატონი ლია.

ეს არ არის მხოლოდ სოციალური პრობლემა, არამედ ეს არის ეროვნული პასუხისმგებლობა.

ამ ოჯახის დახმარება თუ გსურთ ჩაერთეთ „პალიტრა L”-ის აქციაში, შეიძინეთ „კაცია – ადამიანი?!“ და გადაიხადეთ იმდენი, რამდენიც შეგიძლიათ.

10 ლა­რამ­დე გა­დახ­დი­ლი თან­ხის 10% გა­და­ი­რი­ცხე­ბა საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონდში, ხოლო 10 ლარ­ზე მეტი თან­ხის გა­დახ­დის შემ­თხვე­ვა­ში, სრუ­ლად საქ­ველ­მოქ­მე­დო საქ­მი­ა­ნო­ბას მოხ­მარ­დე­ბა.

ეს ყვე­ლა­ფე­რი კეთ­დე­ბა სრუ­ლი­ად გამჭვირ­ვა­ლედ, „პა­ლიტ­რა L“-ის სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის ფარ­გლებ­ში.

წიგნის შეძენა შეგიძლიათ „ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელში. აქცია გაგრძელდება ტირაჟის ამოწურვამდე.

(R)

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 24 ივნისს თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება