სემეკისა და იუსტიციის სახლის ერთობლივი პროექტის ფარგლებში მელიორაციის მომსახურებების მიღება იუსტიციის სახლშია შესაძლებელი

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისა (სემეკ) და იუსტიციის სახლის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, დღეიდან, მელიორაციის სექტორის მომხმარებლებს აქვთ შესაძლებლობა იუსტიციის სახლის მეშვეობით მიმართონ შპს „საქართველოს მელიორაციას“ ყველა სახის განაცხადით.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ავრცელებს.

მათი ცნობით, სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია და იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ვახტანგ ჟვანია იუსტიციის სახლის ცენტრალურ ფილიალში ადგილზე გაეცნენ მელიორაციის სერვისების გაცემის პროცესს.

„იუსტიციის სახლის ნებისმიერი ფილიალის მეშვეობით მელიორაციის სექტორის მომხმარებლებს შეუძლიათ:

დარეგისტრირდნენ აბონენტად; გამოითხოვონ პირადი ინფორმაცია ბრუნვის ისტორიიდან; გადაამოწმონ დარიცხვა; მოითხოვონ დავალიანების გადანაწილება; მოითხოვონ მომარაგების ტექნიკური ხარისხისა და აღრიცხვის ხელსაწყოების ადგილზე შემოწმება; მიაწოდონ „საქართველოს მელიორაციას“ მომარაგების ხშირი წყვეტის შემთხვევაში ინფორმაცია; მოითხოვონ მომარაგების შეწყვეტა ან აღდგენა.

სემეკი მელიორაციის სექტორის მომხმარებლებს განუმარტავს, რომ განაცხადზე რეაგირების გარეშე დატოვების ან/და მომსახურე კომპანიის მომსახურებით უკმაყოფილების შემთხვევაში, შეუძლიათ მიმართონ სემეკს იუსტიციის სახლის იმავე სივრციდან.

სემეკისა და იუსტიციის სახლის ერთობლივი პროექტის მიზანია მელიორაციის მომსახურებების მიღების პროცესის გამარტივება. იუსტიციის სახლის 124 ფილიალსა და 20 მობილური იუსტიციის სახლში მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, მარტივად და სწრაფად მიიღონ შესაბამისი სერვისები როგორც ქალაქებში, ისე სოფლებში - მათ შორის, „საქართველოს მელიორაციის“ კომპანიის საქმიანობის განხორციელების ზონებშიც.

სემეკი უკვე მესამე წელია არეგულირებს მელიორაციის სექტორს. რეგულირების შედეგად, საირიგაციო წყლის მართვა გახდა გამჭვირვალე და პროგნოზირებადი, რაც ფერმერებს საშუალებას აძლევს, უფრო ეფექტურად დაგეგმონ თავიანთი საქმიანობა და თავიდან აიცილონ ის რისკები, რომლებიც წინა წლებში დაკავშირებული იყო წყლის უმიზნოდ, განუსაზღვრელი რაოდენობით მოხმარებასა და არასამართლიან განაწილებასთან“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში