საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტურ ჯგუფ „მარეს“ სოლო კონცერტი გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტური საუნივერსიტეტო შემოქმედებითი გაერთიანება „MUSIC ART HOUSE“-ის მუსიკალური ჯგუფის - „მარე“ - სოლო კონცერტი გაიმართა. ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, კონცერტი, ცოცხალი შესრულებით, „სტუდფესტი 2025“-ში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მონაწილე სტუდენტების მხარდასაჭერად, პირველი სასწავლო კორპუსის ტერიტორიაზე, ღია სივრცეში მოეწყო.

კონცერტი, რომელსაც ესწრებოდნენ უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტები, რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, კანცლერი, პროფესორი კარლო კოპალიანი, უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტი, პროფესორი ზურაბ გუდავაძე, ვიცე-რექტორები - თამარ წერეთელი და თამარ ლომინაძე, დეკანები და პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტმა - DJ ლაშა სულთანიშვილმა გახსნა.

ჯგუფ „მარემ“ - დავით კიკნაძის, ლევან ზუზაძის, საბა ბასიაშვილის, ალექსანდრე თურმანიძის, ნინო ქიბროწაშვილის, გიორგი დობაძიშვილისა და ელენე ფარტენაძის შემადგენლობით - ცნობილ ქართველ კომპოზიტორთა და ჯგუფის საავტორო კომპოზიციები შეასრულა.

საუნივერსიტეტო შემოქმედებითი ჯგუფის - „MUSIC ART HOUSE“ მუსიკალურმა პროდიუსერმა გიორგი ქურასბედიანმა სტუდენტური შემოქმედების მხარდაჭერისა და ხელშეწყობისთვის უნივერსიტეტის რექტორსა და ადმინისტრაციას მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, კონცერტმა, რომელიც „სტუდფესტი 2025”-ის მონაწილეთა გასამხნევებლად და შემოქმედებითი მუხტის ასამაღლებლად გაიმართა, უნივერსიტეტის სტუდენტების, მათი მეგობრების და პროფესორ-მასწავლებლების დიდი მოწონება დაიმსახურა, რაც „მარეს“ წევრებს მოტივაციას უქმნის კიდევ უფრო მეტად დახვეწონ და გაამრავალფეროვნონ თავიანთი რეპერტუარი.

„ტექნიკური უნივერსიტეტი შემოქმედებითი ჯგუფების - ფოლკლორული და საესტრადო მომღერლების, ჯაზისა და როკის ერთ-ერთი უძველესი და ტრადიციული კერაა საქართველოში. ის ფაქტი, რომ ძველი საუნივერსიტეტო ტრადიციები დღესაც ღირსეულად გრძელდება, მრავალ გარემოებაზე მეტყველებს. მადლობას ვუხდით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს, უნივერსიტეტის ადმინისტრაციას, სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტს მხარდაჭერისთვის, სტუდენტური შემოქმედების პოპულარიზაციისა და საუნივერსიტეტო სივრცეში კომფორტული გარემოს შექმნისთვის. ხარისხიანი განათლების მიღებასთან ერთად, სწორედ ეს ფაქტორებიც გვიქმნის მოტივაციას, შემოქმედებითი აქტივობები პროფესიონალურ დონეზე ჩავატაროთ, მეტი ნიჭიერი სტუდენტი მოვიზიდოთ, ახალი ჯგუფები ჩამოვაყალიბოთ და ორიგინალურ რეპერტუარებზე ვიმუშაო“, - აღნიშნა გიორგი ქურასბედიანმა.

ჯგუფი „მარეს“ სოლისტის, სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტ დავით კიკნაძის შეფასებით, საღამო დაუვიწყარი იქნება როგორც ჯგუფის წევრებისთვის, ასევე, მაყურებლისთვის.

„მოხარული ვართ, რომ ჩვენი სოლო კონცერტი, თავისი ემოციებით და განწყობით, დაუვიწყარი იქნება მაყურებლისთვის. მრავალი კომპლიმენტი მივიღეთ სტუდენტებისგან, ჩვენი მეგობრებისა და პროფესორ-მასწავლებლებისგან. ვფიქრობთ, კონცერტი უნივერსიტეტის რექტორსაც და კანცლერსაც ძალიან მოეწონათ. მადლობა უნივერსიტეტის ადმინისტრაციას ხელშეწყობისთვის, მხარდაჭერისთვის. ჩვენთვის ბევრს ნიშნავს, როცა ახალგაზრდულ კონცერტს რექტორიც ესწრება და მეტიც, ბოლომდე რჩება ამ კონცერტზე. მთავარია, მთლიანად ვართ გაჯერებული იმ ძლიერი მუხტით, რაც მაყურებლისგან მივიღეთ. მადლობას ვუხდით ყველას!“, - აღნიშნა კონცერტის დასრულების შემდეგ დავით კიკნაძემ.

სტუ-ის ცნობით, უნივერსიტეტში შემოქმედებითი ჯგუფებისა და კოლექტივების საანგარიშო კონცერტები მიმდინარე სასწავლო წლის ბოლომდე გაგრძელდება.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში