გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში ტეხას ა&მ უნივერსიტეტის კვლევითი სემინარები დასრულდა

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში ტეხას ა&მ უნივერსიტეტის კვლევითი სემინარების - Paths to Publication, მეხუთე სესია დასრულდა, რომელშიც „გრუნის“ 30-მდე აკადემიური პერსონალი და დოქტორანტი მონაწილეობდა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, Paths to Publication „გრუნის“ გამორჩეული კვლევითი პროექტია, რომელიც ახალი თაობის მკვლევრებს მენტორობითა და საერთაშორისო თანამშრომლობით გზას აკადემიური წარმატებისკენ უხსნის.

„საგაზაფხულო სესიის დახურვის საზეიმო ონლაინ ცერემონიას Texas A&M უნივერსიტეტიდან ესწრებოდნენ: დოქტორი ბევერლი ჯ. ირბი, რეგენტი პროფესორი და განათლების ლიდერობის კვლევითი ცენტრის დირექტორი (ELRC); დოქტორი რაფაელ ლარა-ალესიო, რეგენტი პროფესორი და ორენოვანი განათლების კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი (CRDLLA); დოქტორი მეთიუ ეტჩელსი, განათლების საერთაშორისო პარტნიორობის ყოფილი დირექტორი და უიოკ ჰანსონი, ასპირანტი მკვლევარი და რამდენიმე პროექტის მონაწილე, მათ შორის Project RAISE, MOOPIL, TOPCLASS და EBEST.

ასევე, „გრუნის“ აკადემიური პერსონალი და ახალგაზრდა მკვლევრები.

პროფესორმა ბევერლი ირბიმ შეაჯამა სესიის შედეგები, რომელიც დაეთმო სამეცნიერო ნაშრომის მომზადების, კვლევებზე გამოხმაურებისა და მტკიცებულებაზე დაფუძნებული პრაქტიკის საკითხებს.

„გრუნის“ რექტორის მოადგილემ, პროფესორმა ვახტანგ ჭარაიამ და რექტორის მრჩეველმა - ანა აბესაძემ, საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობისა და მეცნიერთა პროფესიულ განვითარებაში ამგვარი სემინარების მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს.

Paths to Publication წარმოადგენს Texas A&M University-ის მიერ ინიცირებულ ვირტუალურ სერიას, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდა მკვლევართა მხარდაჭერას აკადემიური პუბლიკაციების, კვლევის, სამეცნიერო წერისა და გრანტების მოპოვების მიმართულებით. პროგრამის ყოველი სესია ორთვიანია და ქმნის სივრცეს გამოცდილების გაზიარებისა და მენტორობისთვის.

პროგრამის საშემოდგომო სესია დაეთმობა: სპიკერთა მრავალფეროვნების გაზრდის, ასინქრონული სწავლის შესაძლებლობების დანერგვისა და ინსტიტუციათშორისი თანამშრომლობის გაფართოების საკითხების განხილვას“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს