თინათინ სვანიძე-ვენკოს სტიპენდია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს

თი­ნა­თინ სვა­ნი­ძე-ვენ­კო ნი­დერ­ლან­დებ­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი და კულ­ტუ­რის მოღ­ვა­წეა. ის წლე­ბია ხელ­მძღვა­ნე­ლობს სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას - „დი­ას­პო­რე­ბის ალი­ან­სი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ და ნი­დერ­ლან­დე­ბის სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რის ცენ­ტრს. მისი ინი­ცი­ა­ტი­ვით, ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­მა­გის­ტრო პროგ­რა­მის „ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბა, მიგ­რა­ცი­ე­ბი, დე­მოგ­რა­ფია“ სტუ­დენ­ტე­ბი­სათ­ვის სტი­პენ­დია და­ი­ნიშ­ნა. 2025 წელს თი­ნა­თინ სვა­ნი­ძე-ვენ­კოს სტი­პენ­დი­ის მფლო­ბე­ლი 3 სტუ­დენ­ტი გა­მოვ­ლინ­და - მი­ქა­ძე ნინო, ჯა­ხა­ია კონ­სტან­ტი­ნე და გი­ორ­გი ონე­ზაშ­ვი­ლი.

აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­მა­გის­ტრო პროგ­რა­მა 2024 წელს შე­იქ­მნა ივ. ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში. პროგ­რა­მის მი­ზა­ნია, ისე­თი მა­ღალკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი მა­გის­ტრე­ბის მომ­ზა­დე­ბა, რომ­ლებ­საც შე­ეძ­ლე­ბათ დე­მოგ­რა­ფი­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბი გა­ნი­ხი­ლონ ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის სხვა გლო­ბა­ლურ პრობ­ლე­მებ­თან უშუ­ა­ლო კავ­შირ­ში და შეძ­ლონ მათ და­საძ­ლე­ვად კონ­კრე­ტუ­ლი პრაქ­ტი­კუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის წარ­მარ­თვა. სტუ­დენ­ტე­ბი იღე­ბენ სა­ჭი­რო ცოდ­ნას, რო­გორც ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­გა­დი კონ­ცეფ­ცი­ე­ბის, თე­ო­რი­ე­ბის, პრინ­ცი­პე­ბი­სა და პრაქ­ტი­კის, ასე­ვე დე­მოგ­რა­ფი­ის ძი­რი­თა­დი დე­ბუ­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ.

თი­ნა­თინ სვა­ნი­ძე-ვენ­კო, რო­გორც თა­ვად ემიგ­რან­ტი, კარ­გად იც­ნობს დი­ას­პო­რის და დე­მოგ­რა­ფი­ულ პრობ­ლე­მებს. მისი სურ­ვი­ლია, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით არ­სე­ბუ­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბი აკა­დე­მი­ურ დო­ნე­ზე ფარ­თოდ იქ­ნას გან­ხი­ლუ­ლი. სწო­რედ ამი­ტომ, მის მიერ და­წე­სე­ბუ­ლი სტი­პენ­დი­ე­ბი წარ­მო­ად­გენს პირ­და­პირ მხარ­და­ჭე­რას იმ კვლე­ვე­ბი­სა და იდე­ე­ბი­სად­მი, რომ­ლე­ბიც ქვეყ­ნის გრძელ­ვა­დი­ა­ნი გან­ვი­თა­რე­ბის სტრა­ტე­გი­ე­ბის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

„მო­ხა­რუ­ლი ვარ, რომ მაქვს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ვი­თა­ნამ­შრომ­ლო თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­თან – ეს ჩემ­თვის უდი­დე­სი პა­ტი­ვია. სტი­პენ­დი­ის და­წე­სე­ბა წარ­მა­ტე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტე­ბის­თვის ჩემი მხრი­დან პა­ტა­რა მად­ლო­ბის გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბაა იმ ახალ­გაზ­რდე­ბი­სად­მი, ვინც ქვეყ­ნის მო­მავ­ლის­თვის აქ­ტუ­ა­ლურ სა­კი­თხებ­ზე მუ­შა­ობს, გან­სა­კუთ­რე­ბულ დე­მოგ­რა­ფი­ულ პრობ­ლე­მებ­ზე. მინ­და, ეს ინი­ცი­ა­ტი­ვა სხვა ემიგ­რან­ტებ­მაც გა­ი­ზი­ა­რონ – რად­გან მჯე­რა, მხო­ლოდ გა­ნათ­ლე­ბი­თა და მეც­ნი­ე­რე­ბით შევ­ძლებთ ქვეყ­ნის გრძელ­ვა­დი­ა­ნი გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის სა­ფუძ­ვლის ჩაყ­რას. სწო­რედ ეს შე­ამ­ცი­რებს ემიგ­რა­ცი­ულ ტალ­ღებს და გახ­დე­ბა ემიგ­რან­ტე­ბის სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბი­სა და ქვეყ­ნის გაძ­ლი­ე­რე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი“, - აღ­ნიშ­ნა მან.

დად­გე­ნი­ლი კრი­ტე­რი­უ­მე­ბით სტი­პენ­დი­ებს წარ­მა­ტე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტე­ბი 2026 წელ­საც მი­ი­ღე­ბენ.

(R)

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია