ბადრი ჯაფარიძე - სასამართლო პროცესი, რომელიც მიმდინარეობს ზურაბ ჯაფარიძის წინააღმდეგ უკანონოა - ეს არის პოლიტიკური რეპრესიების გაგრძელება

სასამართლო პროცესი, რომელიც მიმდინარეობს ზურაბ ჯაფარიძის წინააღმდეგ, უკანონო პროცესია - ეს არის პოლიტიკური რეპრესიების გაგრძელება, სხვა შეფასება ამას ვერ ექნება, - ამის შესახებ "ლელო-ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

მისი თქმით, პარლამენტის საგამოძიებო კომისია როგორც კონსტიტუციის, ისე კანონის დარღვევითაა შექმნილი.

"სასამართლო პროცესი, რომელიც მიმდინარეობს ზურა ჯაფარიძის წინააღმდეგ უკანონო პროცესია. საგამოძიებო კომისია კონსტიტუციის 42-ე მუხლის დარღვევით და კანონის სრული იგნორირების საფუძველზეა შექმნილი და უკანონო კომისიის, უკანონო გადაწყვეტილების საფუძველზე, კომისიაზე არ მისვლის გამო ადამიანის გასამართლება არის პირდაპირ, კანონის უზენაესობის ფეხქვეშ გათელვა, ასე შეიძლება შეფასდეს დღევანდელი სასამართლო პროცესი. ეს არის პოლიტიკური რეპრესიების გაგრძელება, სხვა შეფასება ამას ვერ ექნება", - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, ზურაბ ჯაფარიძის სასამართლო პროცესი ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

ვალერი ჩეჩელაშვილი - რუსეთმა თავისი მოქმედებებით, პრაქტიკულად, ხელი შეუწყო უკრაინის საკითხში ამერიკელებისა და ევროპელების პოზიციების დაახლოებას და ამავე საკითხში მათ შორის კოორდინაციას
ქართული პრესის მიმოხილვა 27.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება