ზაზა ვაშაყმაძე თეთრი სახლის რწმენის ოფისის მრჩეველს შეხვდა

ვაშინგტონში, ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაციების - „საერთაშორისო რელიგიის თავისუფლების სამდივნოს“ (IRF Secretariat) და „გიყვარდეს შენი მეზობელი თემის“ (LYNC) მიერ დაგეგმილი ფორუმის „Cooperative Engagement & Builders“ გახსნაზე, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე, თეთრი სახლის რწმენის ოფისის მრჩეველს, პაულა უაით-კეინს შეხვდა.

ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

მათი ცნობით, ზაზა ვაშაყმაძე კონფერენციის მონაწილეებს „საერთაშორისო რელიგიის თავისუფლების სამდივნოს“ დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, გრეგ მიტჩელმა წარუდგინა.

„სააგენტოს თავმჯდომარემ თეთრი სახლის რწმენის ოფისის მრჩეველს მოკლედ გააცნო საქართველოს რელიგიური პოლიტიკის ძირითადი ასპექტები და რელიგიის სააგენტოს ფუნქციები. მან ხაზი საქართველოს მნიშვნელოვან როლს გაუსვა - სამხრეთ კავკასიაში და აშშ-თან თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვა, მით უფრო იმ ფონზე, როცა საქართველოს დასავლური პოლიტიკა უცვლელია და მისი კურსი ევროკავშირია.

ზაზა ვაშაყმაძემ თეთრი სახლის რწმენის ოფისის მრჩეველი, პაულა უაით-კეინი საქართველოში დაპატიჟა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს