მტკვარში, ავარიის შედეგად გადავარდნილი მანქანის კიდევ ერთი მგზავრის, გიორგი შამუგიას ცხედარი იპოვეს

მტკვარში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ეს იმ ახალგაზრდის, გიორგი შამუგიას ცხედარია, რომელიც გასულ კვირას ავარიის შედეგად მეგობრებთან ერთად მანქანით მტკვარში გადავარდა და დაიღუპა. მათივე განმარტებით, მაშველებმა ცხედარი მდინარიდან უკვე ამოიყვანეს.

შეგახსენებთ, 14 მაისს, თბილისში მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მოძრავ „ფორდის” მარკის ავტომობილს, რომელშიც ოთხი პირი იმყოფებოდა, „მერსედესის“ მარკის ავტომანქანა შეეჯახა, რის შედეგადაც „ფორდი“ მდინარე მტკვარში გადავარდა. სამაშველო სამსახურმა ოთხი პირიდან ერთი პირი მდინარიდან კონტაქტურ მდგომარეობაში ამოიყვანეს, მოგვიანებით კი ორი გარდაცვლილის ცხედარი ამოიყვანეს. მეოთხეს ამ დრომდე ეძებდნენ.

მომხდართან დაკავშირებით, პროკურატურამ „მერსედესის“მარკის ავტომობილის მძღოლი იმავე დღეს დააკავა მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ორი ან მეტი პირის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს