ტერაბანკი ემიგრანტებს შესაძლებლობას აძლევს, საბანკო პროდუქტებითა და სერვისებით დისტანციურად ისარგებლონ

ტერაბანკი საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს ბანკის მომხმარებლად დისტანციურად რეგისტრაციას სთავაზობს, რაც ემიგრანტებს შესაძლებლობას აძლევს, მარტივად და სწრაფად ისარგებლონ სხვადასხვა საბანკო პროდუქტითა და სერვისით მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან.

ქვეყნის ფარგლებს გარეთ მცხოვრები ფიზიკური პირები ტერაბანკის მომხმარებლად რეგისტრაციას დისტანციურად, ფილიალში ვიზიტის გარეშე შეძლებენ. რეგისტრაციის შემდეგ მათ შეეძლებათ, გახსნან საბანკო ანგარიში და მარტივად განკარგონ საკუთარი ფინანსები — თავადვე გაგზავნონ ტერაბანკის საბანკო ანგარიშზე გზავნილები რიკო გრამის, რია მანი ტრანსფერის, ინტელექსპრესის მეშვეობით და გაანაღდონ ისინი ინტერნეტ ან მობაილბანკით. ასევე გადაიხადონ კომუნალური გადასახადები და სწავლის საფასური, დისტანციურად მოითხოვონ სესხი და გახსნან ანაბარი, მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია ბანკის მომსახურებებისა და მათთვის საინტერესო საბანკო პროდუქტების შესახებ.

ტერაბანკი მუდმივად აუმჯობესებს ციფრულ არხებს, რათა ქვეყნის ფარგლებს გარეთ მცხოვრები მოქალაქეებისთვის საბანკო მომსახურების მიღება კიდევ უფრო მარტივი და ხელმისაწვდომი გახდეს. მომხმარებლის დისტანციურად რეგისტრაციისთვის საჭიროა მხოლოდ ID ბარათი ან პასპორტი, პროცესის გასავლელად კი მსურველები უნდა ეწვიონ ბმულს: https://account.terabank.ge/intro.

ტერაბანკმა მომხმარებლების დისტანციური რეგისტრაციის სერვისი ციფრული არხების განახლების შემდეგ დანერგა. აღნიშნული მომსახურება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობას აძლევს, გახდეს ტერაბანკის მომხმარებელი ფილიალში ვიზიტის გარეშე და მანძილის მიუხედავად სასურველი სერვისით შეუფერხებლად ისარგებლოს.

(R)

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს