iCash - მაღაზიის პროგრამა, რომელიც გეხმარებათ მარაგების მართვაში

iCash Cloud-ზე დაფუძნებული POS პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც სპეციალურად შექმნილია მაღაზიების საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. იგი ეხმარება მაღაზიებს გაყიდვების, მარაგების, ფინანსების და მომხმარებელთა მომსახურების ეფექტურად მართვაში

iCash-ის საშუალებით მარაგების მართვა და კონტროლი მარტივი და მოსახერხებელია. იგი საშუალებას გაძლევთ რეალურ დროში აკონტროლოთ გაყიდვები, ინვენტარი და თავიდან აიცილოთ დეფიციტი. გარდა ამისა, მაღაზიის პროგრამა iCash გთავაზობთ დეტალურ ფინანსურ რეპორტებს, რაც საშუალებას გაძლევთ გაანალიზოთ შემოსავლები, ხარჯები და ბრუნვები. ასევე შეგიძლიათ ნახოთ ოპერაციები ობიექტების, მოლარეების, თარიღის და სხვა პარამეტრების მიხედვით.

მართვა მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან

Cloud ტექნოლოგიის გამოყენებით, შეგიძლიათ აკონტროლოთ თქვენი ბიზნესი ნებისმიერი ადგილიდან, მობილური მოწყობილობების საშუალებით. ასევე, ინტერნეტის არქონის შემთხვევაშიც კი, პროგრამა აგრძელებს მუშაობას და მონაცემები სინქრონიზდება კავშირის აღდგენის შემდეგ.

მარაგების მართვა - მთავარი გამოწვევა სავაჭრო ობიექტებისთვის

iCash-ის გამოყენებით, თქვენი ბიზნესი შეძლებს ეფექტურად მართოს მარაგები, შეამციროს დანაკარგები და გაზარდოს ოპერაციული ეფექტურობა.

მარაგების მართვა რეალურ დროში - მარაგების ავტომატიზებული და ეფექტური მართვა საშუალებას გაძლევთ რეალურ დროში აკონტროლოთ ნაშთები გაყიდვის ან მიღების ოპერაციის შემდეგ.

პროდუქციის მიღება და დაბრუნება - პროგრამა გთავაზობთ მოქნილ სისტემას პროდუქციის მიღებისა და დაბრუნებისთვის.შეგიძლიათ მარტივად დაამატოთ ახალი პროდუქტი, განსაზღვროთ მისი რაოდენობა და ფასი, ასევე მართოთ მომწოდებლების სია.გარდა ამისა, შესაძლებელია მიღებების ფილტრაცია სხვადასხვა მონაცემების მიხედვით, რაც ამარტივებს საწყობის მართვას.

პროდუქციის გადაადგილება საწყობებს შორის - iCash-ის დახმარებით შეგიძლიათ მარტივად გადაადგილოთ პროდუქცია საწყობებსა და ობიექტებს შორის. ეს ფუნქცია განსაკუთრებით გამოსადეგია მრავალფილიალურ ბიზნესებში, სადაც საჭიროა მარაგების გადანაწილება სხვადასხვა ლოკაციებზე.

რა ფინანსურ დანახარჯებთანაა დაკავშირებული აიქეშის დაყენება?

iCash-ის დაყენება არ მოითხოვს დიდ ფინანსურ ინვესტიციას, 1 თვე პროგრამა უფასოდაა ხელმისაწვდომია ყველა ახალი მომხმარებლისთვის, ხოლო 3 თვე უფასოდ ისარგებლებენ ის მომხმარებლები, რომლებიც უკვე ფლობენ GSN-ის სალარო აპარატს ან გეგმავენ მის შეძენას.

რაც შეეხება გადასახადს საცდელი პერიოდის შემდეგ, iCash გთავაზობთ ორ ძირითად პაკეტს:

  • iCash ბიზნესი:

თვიური გადასახადი: 40 ლარი - მოიცავს 1,000-მდე პროდუქტის მართვას, გაყიდვების დაფას, რეპორტებს, ინტეგრაციებს და უფასო ინსტალაციას.

  • iCash პრემიუმი:

თვიური გადასახადი: 60 ლარი - მოიცავს ულიმიტო პროდუქტებს, ობიექტებსა და გაყიდვის წერტილებს, წარმოების მოდულს, ინგრედიენტების/რეცეპტების მართვას, რესტორნის მოდულს და სხვა დამატებით ფუნქციებს.

(R)

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია