BTU-ს ახალი კამპუსი დაემატა

BTU-ს ახალი კამპუსი, განთავსებული ჭავჭავაძის გამზირზე, აღჭურვილი თანამედროვე ტექნოლოგიური ლაბორატორიებით, აუდიტორიებით, ბიბლიოთეკით და მრავალფუნქციური სტუდენტური სივრცეებით, სტუდენტებისთვის უკვე ფუნქციონირებს.

ახალი პროგრამების და ინოვაციური პროექტების ამოქმედებით, დამატებით 6,000-მდე კვმ სივრცეში BTU 11,000 სტუდენტზე გათვლილ თანამედროვე საგანმანათლებლო ეკოსისტემას ქმნის. სწავლება გაზაფხულის სემესტრიდან უკვე მიმდინარეობს და სასწავლო პროცესთან ერთად, ახალ კამპუსში სხვადასხვა ღონისძიებები იმართება. ახალი კამპუსის ტერიტორიაზე ასევე განთავსებულია „ბიბლუსის“ მაღაზია და წიგნის კაფე, სადაც ლიტერატურული შეხვედრები, წიგნების პრეზენტაციები და სხვა ღონისძიებები გაიმართება.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი 2016 წელს დაფუძნდა და 8 წლის განმავლობაში, საქართველოში ყველაზე მოთხოვნადი პროგრამები შექმნა როგორც ტექნოლოგიების, ისე ბიზნესის მიმართულებით. 3 და 4 წლიანი საბაკალავრო პროგრამები, 1 და 2 წლიანი სამაგისტრო პროგრამები, სადოქტორო საფეხურის უპრეცედენტო პროგრამები რეგიონში, სტუდენტებს ერთდროულად ორი, ქართული და ევროპული უნივერსიტეტების დიპლომის მოპოვების შესაძლებლობას აძლევს.

2025 წელს უნივერსიტეტმა საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურზე მისაღები სტუდენტების უპრეცედენტო რაოდენობა გამოაცხადა.

საბაკალავრო პროგრამები:

  • ფსიქოლოგია ციფრულ სამყაროში - 150 ადგილი
  • საინფორმაციო ტექნოლოგიები - 450 ადგილი
  • კომპიუტერული მეცნიერება და ხელოვნური ინტელექტი - 300 ადგილი
  • ბიზნესის ადმინისტრირება - მენეჯმენტი - 300 ადგილი
  • ბიზნესის ადმინისტრირება - ფინანსები - 150 ადგილი
  • ციფრული მარკეტინგი - 525 ადგილი

სამაგისტრო პროგრამები:

  • ბიზნესის ადმინისტრირება აღმასრულებელი მენეჯერებისთვის - 50 ადგილი
  • ბიზნესის ადმინისტრირება და თანამედროვე ტექნოლოგიები - 50 ადგილი
  • ინფორმაციული სისტემების მართვა - DevOps - 50 ადგილი
  • საერთაშორისო უსაფრთხოება და ტექნოლოგიები - 50 ადგილი

გარდა ამისა, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი 2025 წლის ზაფხულის მობილობისთვის აცხადებს 235 ადგილს.

საბაკალავრო პროგრამები:

  • საინფორმაციო ტექნოლოგიები - 30 ადგილი
  • კომპიუტერული მეცნიერება და ხელოვნური ინტელექტი - 75 ადგილი
  • ბიზნესის ადმინისტრირება - მენეჯმენტი - 30 ადგილი
  • ბიზნესის ადმინისტრირება - ფინანსები - 20 ადგილი
  • ციფრული მარკეტინგი - 80 ადგილი

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ უნივერსიტეტის ვებგვერდი.

(R)

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება