დავით ფაცაცია თელავში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა და განხორციელებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია თელავში, სოხუმის ქუჩა №4-ში მდებარე დევნილთა განსახლების ობიექტში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა, მათ საჭიროებებს ადგილზე გაეცნო და განხორციელებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, აღნიშნულ მისამართზე მდებარე დევნილთა განსახლების ობიექტის სახურავის სრული რეაბილიტაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს შუამდგომლობით, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ განახორციელა.

„მოქალაქეებისგან მიღებული ინფორმაციების და ადგილზე არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსა და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, თელავში მცხოვრები დევნილებისთვის საჭირო პროექტებს განახორციელებს.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი ზურაბ უტიაშვილი, სააგენტოს დირექტორის პირველი მოადგილე დავით ჯიქია, მოადგილე დავით გურამიშვილი და თელავის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ანდრიაშვილი“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

როგორც დავით ფაცაციამ აღნიშნა, ერთობლივი მუშაობით არაერთი პრობლემატური და კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარება შეძლეს.

„მადლობას ვუხდი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებსა და დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დევნილთა საჭიროებების მოგვარების საქმეში აქტიური ჩართულობისთვის. ჩვენი ერთობლივი მუშაობით არაერთი პრობლემატური, კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარება შევძელით და ამ მიმართულებით ვაგრძელებთ აქტიურ მუშაობას“, - განაცხადა დავით ფაცაციამ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია