საქმეზე - „ალექსანდრე კოხია და კახაბერ გოგოძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, ხვალ არსებითი განხილვის სხდომა გაიმართება

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმეზე - „ალექსანდრე კოხია და კახაბერ გოგოძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1833) არსებითი განხილვის სხდომა გაიმართება.

სხდომა 2025 წლის 28 მაისს, 12:00 საათზეა ჩანიშნული.

ამის შესახებ ინფორმაციას საკონსტიტუციო სასამართლო ავრცელებს.

კერძოდ, განსახილველ საქმეზე სადავოდ გამხდარი რეგულაციის თანახმად, თუ გამსესხებელი/კრედიტის გამცემი არ არის საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული სუბიექტი, ფიზიკურ პირზე გაცემული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც გირავნობის საგნის და იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად ან გირავნობის საგნის ღირებულება და იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის ღირებულება მთლიანად არ ფარავს ამ მოთხოვნის ოდენობას. მეორე მხრივ კი, სადავო რეგულაცია შეეხება იმ პირობის არ გავრცელებას კომერციული ბანკის, მიკრობანკის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და საკრედიტო კავშირის მიერ დადებულ სესხის ხელშეკრულებებზე, რომლითაც გათვალისწინებულია იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულებისთვის ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალური ზღვრის გამოთვლის წესი.

„მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ სადავო ნორმებით დადგენილი წესები მიემართება სესხის გამცემი სუბიექტების თვითნებობის აღკვეთას, მიუხედავად ამისა, ისინი ადგენს დიფერენცირებულ მოწესრიგებას, ერთი მხრივ, საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული სუბიექტების, ხოლო, მეორე მხრივ, სხვა იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის გამცემი პირების მიმართ, რითაც იწვევს არსებითად თანასწორი პირების მიმართ დისკრიმინაციულ მოპყრობას. მოსარჩელე მხარის განმარტებით, სადავო ნორმებით დადგენილ დიფერენციაციას არ აქვს ლეგიტიმური გამართლება და შედეგად, სადავო ნორმები არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი, საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

საქმეს არსებითად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია განიხილავს.

დავის საგანი: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილის და 625-ე მუხლის მე-4 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია