რელიგიის სააგენტომ ვაშინგტონში ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმა

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ ორ ამერიკულ არასამთავრობო ორგანიზაციასთან – „საერთაშორისო რელიგიის თავისუფლების სამდივნოსა“ (IRF Secretariat) და LYNC-თან („გიყვარდეს შენი მეზობელი თემი“) ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმა.

ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, მემორანდუმი მიზნად ისახავს რელიგიის თავისუფლების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას, სამოქმედო გამოცდილების გაზიარებას და მშვიდობისა და თანაცხოვრების ხელშეწყობას.

„ხელმოწერილი დოკუმენტი კიდევ უფრო ამყარებს საქართველოს, როგორც რეგიონში ტოლერანტობისა და რელიგიური მრავალფეროვნების პლატფორმის როლს. თანამშრომლობა მოიცავს ერთობლივ კვლევით-საგანმანათლებლო ღონისძიებებსა და იმ პროექტებს, რომლებიც მიმართული იქნება გლობალური რელიგიური დიალოგისა და ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში წინსვლისკენ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს