დაესწარით SOLO Education-ის ფარგლებში ორგანიზებულ შეხვედრას ბავშვებისთვის საჭირო ფინანსური ჩვევების შესახებ

SOLO-მ ახალი მიმართულება SOLO Education-ი შექმნა - პროექტი საინტერესო შეხვედრებს, შეთავაზებებსა და ისეთ ინიციატივებს აერთიანებს, რომლებიც მომხმარებლებს მაღალი ხარისხის განათლების მიღებასა და კარიერულ წინსვლაში დაეხმარება.

29 მაისს, 19:00 საათზე, ჭავჭავაძის SOLO ლაუნჯში SOLO მომხმარებლებისთვის გაიმართება შეხვედრა თამთა ჯიჯავაძესა და ნათია მშვიდობაძესთან, სადაც სპიკერები ბავშვებისთვის საჭირო ფინანსური ჩვევების მნიშვნელობასა და მათ განვითარებაზე ისაუბრებენ.

შეხვედრაზე დასწრება SOLO მომხმარებლებს შეუძლიათ. ამისათვის, მათ უნდა გაიარონ რეგისტრაცია ბმულზე.

ტრენინგი მიზნად ისახავს, მშობლებს გაუზიაროს საჭირო ცოდნა და უნარები, რომლებიც მათ შვილებისთვის ფინანსური განათლების მიცემაში დაეხმარებათ. მათ შორის, ხელს შეუწყობს მშობლებს, გაიგონ: როგორ აუხსნან ბავშვებს ფინანსური კონცეფციები, ესაუბრონ მარტივად, წაახალისონ მათში პასუხისმგებლობიანი ქცევა და ჩამოუყალიბონ მომავლისთვის გამოსადეგი ჩვევები.

სპიკერები შეეხებიან ისეთ თემებს, როგორებიცაა: ბიუჯეტირება, დანაზოგების დაგეგმვა, გონივრული ხარჯვა, იმპულსური შენაძენების თავიდან აცილება და სხვა მნიშვნელოვანი ფინანსური პრინციპები.

ინფორმაციისთვის, თამთა ჯიჯავაძე ბიზნესგამოცემა bm.ge-ის რედაქტორი, ჟურნალისტი და ტრენერია. მას აქვს მრავალწლიანი გამოცდილება სასკოლო და არაფორმალური განათლების მიმართულებით. ხოლო, ნათია მშვიდობაძე სტრატეგიული მენეჯერი და ანალიტიკოსია, რომელიც ატარებს ტრენინგებს ეკონომიკის მასწავლებლებისთვის და არის არასამეწარმეო ფინანსების მოწვეული ლექტორი უნივერსიტეტში.

ღონისძიების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.

(R)

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს