სს „ენერგო-პრო ჯორჯია ჰოლდინგი“ საზაფხულო დასაქმების პროგრამას იწყებს

სს „ენერგო-პრო ჯორჯია ჰოლდინგი“ საზაფხულო დასაქმების პროგრამას იწყებს. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, პროგრამაში მონაწილეობის მიღებას შეძლებენ უმაღლესი, პროფესიული ან სხვა სასწავლებლების ბოლო კურსის სტუდენტები ან კურსდამთავრებულები, ასევე, კოლეჯების სტუდენტებიც. კერძოდ, კომპანია მსურველებს სთავაზობს 2-დან 3 თვემდე ანაზღაურებად სტაჟირებას, შემდგომი დასაქმების შემოთავაზებით.

„ტრადიციულად, ვიწყებთ საზაფხულო დასაქმების პროგრამას სხვადასხვა უნივერსიტეტის, კოლეჯის, პროფესიული სასწავლებლის თუ სხვა საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებისთვის. პირველ რიგში ვიწვევთ ენერგეტიკული ფაკულტეტის სტუდენტებს, თუმცა, საზაფხულო დასაქმების პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერი სხვა მიმართულების სტუდენტს. ჩვენს კომპანიაში 400-ზე მეტი თანამშრომელია, რომლებიც მუშაობენ იურიდიული, ფინანსური, ტექნიკური და სხვა მიმართულებით. შესაბამისად, ვიწვევთ ნებისმიერ მსურველს გაეცნოს კომპანიას და გაიაროს 2-დან 3 თვემდე ანაზღაურებადი სტაჟირება, შემდგომი დასაქმების პერსპექტივით. საშუალოდ, სტაჟირების პერიოდში, სტაჟიორის ანაზღაურება შეადგენს 820 ლარს გადასახადების ჩათვლით.“ - განაცხადა სს „ენერგო-პრო ჯორჯია ჰოლდინგის“ ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსმა, გიორგი ტრაპაიძემ.

საზაფხულო დასაქმების პროგრამა უკვე მეხუთე წელია, ყოველ ზაფხულს ცხადდება და მოიცავს უშუალოდ კომპანიის სამუშაო პროცესში ჩართულობას, თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებებს, პროექტების მომზადებას. სტაჟიორებს უხელმძღვანელებენ კომპანიის პროფესიონალი მენტორები. დაინტერესებულ სტუდენტებს შეუძლიათ გამოაგზავნონ თავიანთი CV ელექტრონულ მისამართზე: vacancy@energo-pro.ge

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს