გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში მოსწავლეებისთვის პრაქტიკული ინგლისურის სასწავლო კურსი დასრულდა

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში მოსწავლეებისთვის პრაქტიკული ინგლისურის სასწავლო კურსი დასრულდა. ინფორმაციას უნივერსიტეტი ავრცელებს.

„სწავლების უმაღლეს ხელოვნებად შეიძლება მივიჩნიოთ შემოქმედებითი თვითგამოხატვისა და ცოდნის სიხარულის გაღვიძება“ - ალბერტ აინშტაინის ამ გამონათქვამით შეაფასეს მოსწავლეებმა პრაქტიკული ინგლისური ენის სწავლება გრუნიში.

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი მესამე წელია, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების გაძლიერების პროგრამის ფარგლებში, ახორციელებს პროექტს - პრაქტიკული ინგლისური ენის სასწავლო კურსი მოსწავლეებისათვის, რომელიც ფოკუსირებულია სასაუბრო, ზოგად ინგლისურზე და მიზნად ისახავს გამოთქმის, საუბრის, მოსმენის უნარისა და ლექსიკის გაუმჯობესებას. წელს სამივე ჯგუფში (თბილისი, რეგიონები) პარტნიორი სკოლების 70-მდე მოსწავლე იყო ჩართული.

პროექტს ხელმძღვანელობდა ენის ამერიკელი ექსპერტი, ჯოზეფ მეგვაიერი. 28 მაისს, სასწავლო კურსის დახურვის საზეიმო ცერემონიაზე, რომელსაც მოსწავლეები, პედაგოგები და მშობლები ესწრებოდნენ, შეაჯამეს შედეგები და მადლობა გადაუხადეს უნივერსიტეტსა და ამერიკის საელჩოს საქართველოში ამ შესაძლებლობისათვის.

მოზარდებმა სასწავლო კურსის საინტერესო და დასამახსოვრებელი ფაქტები სახალისო პრეზენტაციებით წარმოადგინეს და აღინიშნეს, რომ პროექტმა თითოეულ მათგანს შესძინა ცოდნა, უცხოური გამოცდილება და მეგობრები.

მოსწავლეებს სასწავლო კურსის წარმატებით დასრულება მიულოცეს და შემდგომი წარმატება უსურვეს: უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მამუკა თავხელიძემ; სტრატეგიული განვითარებისა და მარკეტინგული კვლევის ცენტრის ხელმძღვანელმა, პროფესორმა მერი ლომიამ და რექტორის მრჩეველმა, ანა აბესაძემ.

შეხვედრა თბილ და მეგობრულ გარემოში წარიმართა, თითოეულ მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატი. უნივერსიტეტი მადლობას უხდის ჯოზეფ მეგვაიერს საინტერესო კურსისა და გაწეული შრომისათვის“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია