სატენდერო გარანტია ახლა უკვე „საქართველოს ბანკის“ ბიზნეს მობილბანკში

საქართველოს ბანკი“ ბიზნეს მომხმარებლებს მათთვის საჭირო სერვისების და პროდუქტების შეთავაზებას კვლავ აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკმა ბიზნეს მომხმარებლებისთვის სატენდერო გარანტიის აღების პროცესი კიდევ უფრო მეტად გაამარტივა. მისი აღება ახლა უკვე ბიზნეს მობილბანკში არის შესაძლებელი და მას 1 საათზე ნაკლებ დროში აიღებთ.

აღსანიშნავია, რომ ბიზნეს მომხმარებლებს შესაძლებლობა გაქვთ ბიზნეს მობილბანკსა და ბიზნეს ინტერნეტბანკში სატენდერო გარანტიაზე 65%-მდე ფასდაკლებით ისარგებლოთ.

სატენდერო გარანტიით სარგებლობა შეუძლიათ ბიზნეს მომხმარებლებს 1 500 000 ლარამდე კონტრაქტებისთვის, უზრუნველყოფის გარეშე. დამტკიცებისა და გააქტიურების პროცესი მომენტალურია და ტენდერის დასრულებამდე ბიზნეს მომხმარებლებს მის უზრუნველსაყოფად თანხის გაჩერება არ უწევთ.

“საქართველოს ბანკისთვის პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერა და მათი გაძლიერება უცვლელი პრიორიტეტია. გარკვეული ფინანსური რისკების შემცირების მიზნით სახელმწიფო/სსიპ ტენდერებში მონაწილეობის მსურველ კომპანიებს აქვთ ვალდებულება, ტენდერში მონაწილეობისთვის გარანტია წარადგინონ. სწორედ მსგავსი საჭიროების მქონე კომპანიებს ვთავაზობთ სატენდერო გარანტიას უზრუნველყოფის გარეშე ბიზნეს მობილბანკსა და ბიზნეს ინტერნეტბანკში 1 საათზე ნაკლებ დროში.“, - აცხადებენ საქართველოს ბანკში.

ინფორმაციისთვის, ბიზნეს მობილბანკში სატენდერო გარანტიით სარგებლობისთვის, აუცილებელია განაახლოთ აპლიკაცია.

სატენდერო გარანტიის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

(R)

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია