ანონსი  30 მაისი

30 მაისს, 09:15 საათზე, სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“, თბილისი მასშტაბურ საერთაშორისო კონფერენცია უმასპინძლებს.

ღონისძიება ლარის მიმოქცევაში შესვლიდან 30 წლის იუბილეს ფარგლებში იმართება.

მის: თელავის ქ.20

30 მაისს, 10:00 საათზე, „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომა გაიმართება.

საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი (კორპუსი A, III სართული, ოთახი N304)

30 მაისს, 10:30 საათზე, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში მედიასთან კითხვა-პასუხის ფორმატში მიმდინარე თემებს „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ლევან სანიკიძე უპასუხებს.

მის: სააკაძის დაღმართი მეორე გასასვლელი #4 სართული 1

საკონტაქტო: ანუკა გაბელია 551 633 644

30 მაისს, 11:00 საათზე, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე ბრიფინგს გამართავს.

თემა: ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება - 2025 წლის აპრილი

მის: ც.დადიანის #30, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

30 მაისს, 14:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას სასამართლო პროცესი გაიმართება.

30 მაისს, 18:00 საათზე, სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ თბილისში“ გაფანტული სკლეროზის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება.

შეხვედრის ფარგლებში გაფანტული სკლეროზით დაავადებული პაციენტები და მათი ოჯახის წევრები დაავადების გამოწვევებსა და სრულფასოვანი ცხოვრებისთვის აუცილებელ საჭიროებებზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ.

მის: 26 მაისის მოედანი #1

საკონტაქტო: მაია ტაკაშვილი - 577 24 40 85

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს