სემეკმა 2024 წლის საქმიანობის ანგარიში გამოაქვეყნა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ), საჯარო სხდომაზე 2024 წლის საქმიანობის ანგარიში გამოაქვეყნა.

ამის შესახებ ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.

მათი ცნობით, ანგარიში ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგებისა და მელიორაციის სექტორების ძირითად ასპექტებს მოიცავს, ასევე რეგულირების განვითარების მიზნით განხორციელებულ პროექტებსა და სემეკის საქმიანობის სხვადასხვა მიმართულების მიმოხილვას.

სემეკის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას თქმით, 2024 წელს კომისია ინტენსიურად მუშაობდა როგორც რეგულირების გაუმჯობესების, ისე მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის კუთხით.

„2024 წლის განმავლობაში, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით კომისიამ არაერთი საკითხი განიხილა, მათ შორის, მოქალაქეთა საჩივრები, რომლებიც კომუნალური კომპანიების მხრიდან უსაფუძვლო დარიცხვებს შეეხებოდა. კომისია საერთაშორისო ორგანიზაციებსა და მეზობელი ქვეყნების მარეგულირებელ უწყებებთან ურთიერთობას დიდ ყურადღებას უთმობს.

არაერთ სიახლესთან ერთად, აღსანიშნავია, რომ 2024 წელს ახალი რეგულაცია დაინერგა, რომელიც მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში, ცენტრალური გათბობის ერთიანი სისტემის დანერგვას შეეხება. ამასთანავე, სტატისტიკის პორტალი ამოქმედდა, სადაც დეტალური ინფორმაცია განთავსდა როგორც ელექტროენერგიის მიწოდება-მოხმარების ფაქტობრივი ბალანსების, ისე ნეტო აღრიცხვისა და ელექტროენერგიის საცალო მომხმარებლებზე მიწოდებული სტატისტიკური მონაცემების შესახებ. სემეკის 2024 წლის საქმიანობის ანგარიშში სექტორული ანალიზია მოცემული, რაც საზოგადოებას მისცემს შესაძლებლობას, რომ მათთვის საინტერესო საკითხებზე ინფორმაცია დაწვრილებით მიიღონ“,- განაცხადა დავით ნარმანიამ.

სემეკის 2024 წლის საქმიანობის ანგარიში ვრცლად მოცემულია ბმულზე.

გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნება“ ახალი პოლიტიკური სეზონის წინ ცუდ ფორმაშია იმ გაგებით, რომ პარტია გადაიქცა აპარატად, რომელიც ერთ ადამიანზე დგას და, როგორც ღარიბაშვილის საქმემ აჩვენა, შიგნით ბოლომდე ჩამპალია
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხნა - სილქნეტი ფესტივალის უწყვეტი წარმდგენი