აშშ-ის თავდაცვის მდივანი - საფრთხე, რომელსაც ჩინეთი წარმოადგენს, რეალურია და შესაძლოა, გარდაუვალიც კი

საფრთხე, რომელსაც ჩინეთი წარმოადგენს, რეალურია და შესაძლოა, გარდაუვალიც კი, - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა სინგაპურში, კონფერენციაზე - „შანგრი-ლას დიალოგი“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ყველასთვის ნათელი უნდა იყოს, რომ პეკინი ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში ძალთა ბალანსის შესაცვლელად სამხედრო ძალის პოტენციური გამოყენებისთვის ემზადება“, - განაცხადა პიტ ჰეგსეტმა.

მისი თქმით, ჩინეთის მიერ ტაივანის დაპყრობის ნებისმიერ მცდელობას „ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონისთვის და მსოფლიოსთვის დამანგრეველი შედეგები მოჰყვება“.

ამასთან, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა აზიელ მოკავშირეებს მოუწოდა, რომ ევროპას მიბაძონ და თავდაცვის ხარჯები გაზარდონ.

„ცოტა ძნელი დასაჯერებელია ამას რომ ვამბობ, მაგრამ ევროპაში რამდენიმე ვიზიტის შემდეგ და პრეზიდენტ ტრამპის დამსახურებით, აზიელმა მოკავშირეებმა ევროპულ ქვეყნებს უნდა მიბაძონ. ნატო-ს წევრები, გერმანიაც კი, ვალდებულებას იღებენ, რომ თავდაცვაზე მშპ-ს 5%-ს დახარჯავენ. ევროპის ქვეყნების მიერ ამის გაკეთებას აზრი არ აქვს, მაშინ როცა აზიაში მთავარი მოკავშირეები კიდევ უფრო ძლიერი საფრთხის პირობებში, თავდაცვაზე უფრო ნაკლებს ხარჯავენ“, - აღნიშნა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს