1 ივნისს, 10:00 საათზე, სასტუმრო "გრანდ თბილისი მეტეხი პალასში", საქართველოს პედიატრთა აკადემია, თემაზე - პედიატრიის აქტუალური საკითხები, კონფერენციას გამართავს.
საკონტაქტო: 591 77 74 77 - ეთერ ჭიკაძე
1-ელ ივნისს, 15:00 საათზე, ფესტივალი KID'S FEST 2025 გაიმართება. ფესტივალი ორგანიზებულია SOS ბავშვთა სოფლის მიერ 500 ბენეფიციარი ბავშვისთვის დაუვიწყარი დღის შესაქმნელად. 17:00 საათიდან მუსიკალური ბენდი „გამოუვალი მდგომარეობა" იქნება წარმოდგენილი.
მის: Radisson RED Tbilisi (აღმაშენებლის 44)
1-ელ ივნისს, 16:00 საათზე, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, თანამედროვე ხელოვნების სივრცე „კუბი კონტექსტში“, რომელიც მზიურის ბავშვთა ქალაქში მდებარეობს, უკვე მესამედ უმასპინძლებს ინკლუზიურ საბავშვო ფლიმარკეტს.
მის: მზიურის პარკი, ყოფილი საბაგიროს შენობის ტერიტორიაზე
საკონტაქტო: ანუკა ლომიძე - 593 219 621
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"