სახალხო დამცველი ბავშვებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ულოცავს

საქართველოს სახალხო დამცველი ბავშვებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ულოცავს.

მათივე ცნობით, ამ დღის აღსანიშნავად, 29 მაისს, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ორგანიზებით, ევროკავშირის პროექტის „საქართველოს სახალხო დამცველის ოფისის მხარდაჭერა“ ფარგლებში, ასევე სახელმწიფო უწყებების, გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ჩართულობით, გორში გაიმართა ღონისძიება - „ბავშვების ხმა მნიშვნელოვანია“.

„პირველი ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. ეს დღე ემსახურება მსოფლიოში ბავშვების უფლებების მნიშვნელობის წარმოჩენას, ბავშვებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნის, მათი განვითარების ხელშეწყობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფის პროცესში სახელმწიფოს, საზოგადოებისა და თითოეული ადამიანის პასუხისმგებლობის ხაზგასმას.

ამ დღის აღსანიშნავად, 29 მაისს, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ორგანიზებით, ევროკავშირის პროექტის „საქართველოს სახალხო დამცველის ოფისის მხარდაჭერა“ ფარგლებში, ასევე სახელმწიფო უწყებების, გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ჩართულობით, გორში გაიმართა ღონისძიება - „ბავშვების ხმა მნიშვნელოვანია“.

ღონისძიების მიზანი იყოს ადგილობრივი არასრულწლოვანების ინფორმირება ბავშვის უფლებების შესახებ, მათი მოსაზრებების მოსმენა და მონაწილეობის ხელშეწყობა.

სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებმა და მოწვეულმა ექსპერტმა ბავშვებთან ერთად იმსჯელეს ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა აზრის გამოხატვა, თანასწორობა, ემოციური კეთილდღეობა, უსაფრთხო გარემოში ცხოვრება, პოლიციასთან ურთიერთობა, ადამიანის უფლებების სწავლების მნიშვნელობა და სხვა.

საქართველოს სახალხო დამცველი ბავშვებს ულოცავს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, მადლობას უხდის ღონისძიების ყველა მონაწილეს გამოხატული მოსაზრებებისათვის და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ბავშვებთან დაკავშირებული თითოეული გადაწყვეტილების საფუძველი სწორედ ბავშვების მოსმენა და მათი საჭიროებების გათვალისწინება უნდა იყოს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს