„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, აზროვნების აკადემიაში დაფინანსების მოძიებაზე ბიზნეს სესია გაიმართება

საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობას განაგრძობს. ამ პროცესის ფარგლებში, ბანკი, აზროვნების აკადემიასთან პარტნიორობით, ბიზნეს სესიების ციკლს აგრძელებს. 4 ივნისს, 20:00 საათზე, აზროვნების აკადემია უმასპინძლებს მორიგ ღონისძიებას თემაზე — „როგორ მოვიზიდოთ დაფინანსება“. ბიზნეს სესიას მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ასოციაციის დამფუძნებელი, გიგა ფაიქიძე გაუძღვება.

ლექცია განკუთვნილია მათთვის, ვინც იწყებს ან უკვე მართავს საკუთარ ბიზნესს და სურს, რომ სწორი სტრატეგიებით მოიზიდოს ფულადი რესურსები იდეის განსახორციელებლად, ბიზნესის გასაფართოებლად ან კრიზისული პერიოდის დასაძლევად.

შეხვედრაზე განხილული იქნება დაფინანსების სხვადასხვა წყაროები საქართველოში — დაწყებული პირადი რესურსებითა და საბანკო დაფინანსებით, დასრულებული საერთაშორისო გრანტებითა და ინვესტორებით. მონაწილეები მიიღებენ პასუხს კითხვებზე:

  • რას გულისხმობს და რაში გვჭირდება დაფინანსება?
  • როგორ უნდა მოვემზადოთ იმისთვის, რომ ინვესტორმა, ფინანსურმა ინსტიტუტმა ან გრანტის გამცემმა ორგანიზაციამ დაგვაფინანსოს?
  • რომელი კითხვებისთვის უნდა ვიყოთ მზად?
  • როგორ ავირიდოთ ყველაზე გავრცელებული შეცდომები დაფინანსების მოძიების პროცესში?

სესიაზე ასევე ყურადღება გამახვილდება იმაზე, თუ როგორ უნდა წარვადგინოთ ჩვენი იდეა, გავამყაროთ მონაცემებით და მისი ღირებულება მომხმარებლის, გუნდისა და ქვეყნის ეკონომიკისთვის განვსაზღვროთ.

შეხვედრა ჩატარდება აზროვნების აკადემიაში, თინა იოსებიძის #57-ში. მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია აზროვნების აკადემიის ვებგვერდზე.

აღნიშნული ბიზნეს სესია საქართველოს ბანკის ბიზნეს 360° პლატფორმის ნაწილია. ბიზნეს 360° აერთიანებს საგანმანათლებლო აქტივობებს, პროგრამებს, შეთავაზებებსა და სექტორულ კვლევებს, რომლებიც ბანკის მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შესაძლებლობების მაქსიმალურად გაძლიერებას.

(R)

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა