საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სკოლის მოსწავლეთათვის ადამიანის უფლებების თემაზე საჯარო ლექციები გრძელდება

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტისა და სტუ-ის ქრისტიანული კულტურის კვლევის ლაბორატორიის ორგანიზებით, საჯარო სკოლების დამამთავრებელი კლასების მოსწავლეთათვის ადამიანის უფლებებისა და მათი დაცვის თემაზე საჯარო ლექციები გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, საჯარო ლექციას, რომელიც ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის თბილისის 178-ე და თბილისის 133-ე საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის გაიმართა, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, ქრისტიანული კულტურის კვლევის ლაბორატორიის ხელმძღვანელი კახა ძაგანია და ლაბორატორიის კონსულტანტი, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი ხათუნა საგინაშვილი უძღვებოდნენ. შემეცნებით ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდნენ სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორები - ირმა გიკაშვილი და ნანა როსეფაშვილი.

„საჯარო ლექციაზე მომხსენებლებმა განიხილეს საკანონმდებლო ცვლილებების გავლენის საკითხი ადამიანის უფლებების დაცვის სფეროს განვითარებასა და მათ გამოყენებაზე პრაქტიკაში. ასოცირებურმა პროფესორმა კახა ძაგანიამ მოსწავლეებს ადამიანის უფლებების სფეროში არსებული ნიუანსები აუხსნა და მათთან დაკავშირებული საკანონმდებლო მუხლები განუმარტა. დოქტორმა ხათუნა საგინაშვილმა თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა ახალგაზრდების ვალდებულებასა და პასუხისმგებლობაზე ქვეყნის წინაშე.

როგორც კახა ძაგანია აღნიშნავს, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტისა და სტუ-ის ქრისტიანული კულტურის კვლევის ლაბორატორიის თანამშრომლობა საშუალებას იძლევა, მოზარდებს მარადიულ ღირებულებებსა და საყოველთაო თუ განუყოფელ თემებზე საინტერესო და აქტუალური დისკუსიები ჩაუტარდეს. მისივე თქმით, უფლებები თითოეული ადამიანის ღირსეულ არსებობას განაპირობებს, ამდენად, ადამიანის ძირითად უფლებებს საფუძვლად უდევს ღირსებისა და თანასწორობის ცნებები, უნივერსიტეტი კი ის სივრცეა, სადაც მომავალი თაობები ამომწურავ ინფორმაციას იღებენ მარადიულ, საყოველთაო და განუყოფელ საკითხზე - ადამიანის უფლებებზე.

თეორიული ნაწილის დასრულების შემდეგ, ორგანიზატორებმა მოსწავლეებს როლური თამაშები შესთავაზეს, რა დროსაც მოზარდებმა ლოგიკური აზროვნება, ორატორული ნიჭი და ერუდიცია გამოავლინეს. ადამიანის უფლებების თემაზე შემეცნებითი ღონისძიება მოსწავლეთათვის საპატიო დიპლომების გადაცემით დასრულდა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია