იურიდიული პროფესიის ციფრული ტრანსფორმაცია - დავით ასათიანი ტაშკენტში ფორუმზე სიტყვით გამოვიდა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, დავით ასათიანი ტაშკენტში გამართულ IV საერთაშორისო სამართლებრივ ფორუმში Tashkent Law Spring 2025 მონაწილეობდა, თემაზე: „ციფრული ტექნოლოგიების ერა: მომავლის სამართლებრივი ხედვა“. ინფორმაციას საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, დავით ასათიანი ფორუმზე მოხსენებით წარსდგა და იმ ცვლილებებზე ისაუბრა, რასაც ციფრული ტრანსფორმაცია თანამედროვე იურიდიულ პროფესიაში იწვევს.

„ჩვენ ვცხოვრობთ ციფრული ტრანსფორმაციის ეპოქაში, რომელიც ფუნდამენტურად ცვლის ჩვენს მიდგომებსა და წესებს, თუ როგორ ვეკონტაქტებით ჩვენს კლიენტებს და ვიცავთ სამართალს. იურიდიული პროფესია ღრმა გარდაქმნის ეტაპზე იმყოფება.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მართლმსაჯულების სისტემაში ციფრული ტრანსფორმაცია მნიშვნელოვან პროგრესს განიცდის. ელექტრონული მართლმსაჯულების პლატფორმის (e-Justice) დანერგვამ, რომელიც მოიცავს ელექტრონულ საქმის წარმობას, დოკუმენტების ონლაინ ბრუნვასა და დისტანციურ სხდომებს, მნიშვნელოვნად გააუმჯობესა სისტემის ეფექტიანობა და წვდომა სამართალზე.

ტექნოლოგიური განვითარება არამხოლოდ დროსა და რესურსებს ზოგავს, არამედ ამცირებს რეგიონულ უთანასწორობებს სამართლებრივ სერვისებზე წვდომაში.

ტექნოლოგიისა ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, იურისტებს დღეს უპრეცედენტო შესაძლებლობები ეძლევათ, თუმცა, ამ ტრანსფორმაციას სირთულეებიც ახლავს თან. რადგან ადვოკატურა მოდერნიზდება, აუცილებელია უზრუნველვყოთ, რომ ჩვენი პროფესიის ფუნდამენტური ღირებულებები, დამოუკიდებლობა, კონფიდენციალურობა და კეთილსინდისიერება არ დაირღვეს ციფრულ სივრცეში“, - განაცხადა დავით ასათიანმა.

ფორუმში საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარესთან ერთად, ასოციაციის ეთიკის კომისიის თავმჯდომარე, კონსტანტინე გელაშვილიც მონაწილეობდა.

ტაშკენტის საერთაშორისო სამართლებრივ ფორუმი ყოველწლიურად იმართება და მასში 40 მდე ქვეყნის იურიდიული პროფესიისა და ბიზნესის წარმომადგენლები მონაწილეობენ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია