„საქართველოს ბანკის“ ორგანიზებით, ვორკშოპი „AI-ის გამოყენება ბიზნესში" გაიმართება

„საქართველოს ბანკი“ მცირე და საშუალო ბიზნესის აქტიური მხარდამჭერია. ამ პროცესის ფარგლებში, ბანკი ბიზნეს განათლების სესიების ციკლს აგრძელებს. 11 ივნისს, 16:00 საათზე, საქართველოს ბანკის 4B სივრცე პრაქტიკულ ვორკშოპს უმასპინძლებს თემაზე - „AI-ის გამოყენება ბიზნესში“.

ვორქშოპი განკუთვნილია მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის, რომელთაც სურთ გააცნობიერონ, თუ როგორ შეიძლება AI-ის გამოყენებით გაყიდვების ზრდა და პროდუქტიულობის თუ სამომხმარებლო გამოცდილების გაუმჯობესება.

ღონისძიებას გაუძღვება ტატა მომცელიძე, საქართველოს ბანკის მონაცემთა ანალიტიკის კლასტერის პროდუქტის მფლობელი, რომელიც წლებია, ბიზნეს პროცესების ოპტიმიზაციას და ავტომატიზაციას ხელმძღვანელობს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით.

ვორქშოპის ფარგლებში მონაწილეები:

  • გაეცნობიან გენერაციული მოდელების განვითარების ეტაპებს და წამყვანი AI მოდელების შედარებით მიმოხილვას;
  • გაეცნობიან კონკრეტულ მაგალითებს, თუ როგორ იყენებენ მცირე კომპანიები AI-ს ყოველდღიური ამოცანების გასამარტივებლად;
  • გაიგებენ მეტს პრაქტიკულ ინსტრუმენტებსა და ტექნიკებზე, რომლებიც ბიზნესსეფექტიანობის მიღწევაში დაეხმარება;
  • მიიღებენ რჩევებს მონაცემთა დაცვასა და AI სისტემების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.

შეხვედრა გაიმართება მისამართზე: ალექსანდრე ყაზბეგის 15, 4B, 11 ივნისს, 16:00-18:00 საათამდე.

ღონისძიებაზე დასასწრებად დარეგისტრირდით საქართველოს ბანკის ვებგვერდზე.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ვორქშოპი საქართველოს ბანკის ბიზნეს 360° პლატფორმის ნაწილია — პლატფორმა აერთიანებს საგანმანათლებლო პროექტებს, ღონისძიებებს და ბიზნესისთვის მნიშვნელოვან პრაქტიკულ რესურსებს.

(R)

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს