სავალუტო ფონდი - პოზიტიური ნიშანია, რომ ბოლო თვეების განმავლობაში ეროვნულმა ბანკმა მნიშვნელოვანი შესყიდვები განახორციელა და  საერთაშორისო რეზერვები შეავსო

საქართველოს ეკონომიკა ადგილობრივი, რეგიონული, გლობალური გამოწვევების მიუხედავად მაკრო გამძლეობით გამოირჩევა - ჩვენი არსებული პროგნოზით, წელს დაახლოებით, 7,3% იქნება ეკონომიკური ზრდა, – ამის შესახებ საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა, ალეხანდრო ჰაჟდენბერგმა სებ-ში გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს „პოტენციალი კიდევ უფრო დიდი აქვს“.

„მადლობას ვუხდი საქართველოს ხელისუფლებას, შესანიშნავი და განსაკუთრებული თანამშრომლობისთვის ამ მისიის ფარგლებში. ბოლო ორი კვირის განმავლობაში ჩემი ჯგუფი ატარებდა პროდუქტიულ მოლაპარაკებებს ეროვნულ ბანკთან, ხელისუფლებასთან, სამოქალაქო სექტორთან, კერძო სექტორთან და ეს იყო მეოთხე მუხლის ფარგლებში კონსულტაციები, ეს ფორმატი ჰქონდა ამ მისიას. მინდა, მოკლედ შევაჯამო ჩვენი მიგნებები, რომელიც ჩვენმა მისიამ გააკეთა ამ ორი კვირის განმავლობაში. საქართველოს ეკონომიკა მაკრო გამძლეობით გამოირჩევა, ადგილობრივი, რეგიონული, გლობალური გამოწვევების მიუხედავად. მშპ-ს ზრდა 9,4%-ით გაიზარდა 2024 წელს, რაც ძლიერი მოხმარების, შემომავალი ტურიზმის, IT და სატრანსპორტო სექტორებში დიდი ზრდით არის გამოწვეული. წელს დაახლოებით, 7,3% იქნება ეკონომიკური ზრდა, ეს არის ჩვენი არსებული პროგნოზი, რადგან 6%-იდან 7,3%-ამდე გავზარდეთ. პოტენციალი კიდევ უფრო დიდი აქვს საქართველოს. ინფლაციას რაც შეეხება, ინფლაციის მაჩვენებელი სამიზნე ორიენტირთან ახლოს იყო. მიუხედავად იმისა, რომ სურსათზე ფასებმა იმატა, ძირითადი ინფლაცია 3%-იან ნიშნულზე ქვემოთ იყო, რაც წინა წლებთან შედარებით, როდესაც სამიზნე ორიენტირის ზემოთ იყო, ახლა იკლო და მოექცა სამიზნე ორიენტირის ფარგლებში და იმედი გვაქვს, რომ ასეც გაგრძელდება 2026 წელს“, – განაცხადა ჰაჟდენბერგმა.

მისივე თქმით, ეროვნულმა ბანკმა მნიშვნელოვანი შესყიდვები განახორციელა ბოლო თვეების განმავლობაში და საერთაშორისო რეზერვები შეავსო, რაც პოზიტიური ნიშანია.

„როდესაც ინფლაციას ვუყურებთ სხვადასხვა ფაქტორებთან მიმართებით, იქნება ეს საწვავი და სურსათი, მაინც 2%-ის ფარგლებში ჯდება ძირითადი. ეს ნიშნავს, რომ სამიზნე ორიენტირთან ახლოს ვართ. ჩვენ გაუმჯობესება ვნახეთ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის ფარგლებში. გასულ წელს 4% იყო, წელს მსგავსი იქნება, 2025 წელს ჩვენი პროგნოზი გამართლდება. ერთი სფერო, რომელზეც აქცენტი გავაკეთეთ, არის საერთაშორისო რეზერვების მოცულობა ეროვნულ ბანკში, რაც ადეკვატურზე ნაკლები იყო ადრე, მაგრამ პოზიტიური ნიშანია, რომ ეროვნულმა ბანკმა მნიშვნელოვანი შესყიდვები განახორციელა ბოლო თვეების განმავლობაში და შეავსო საერთაშორისო რეზერვები“, – განაცხადა ალეხანდრო ჰაჟდენბერგმა.

განცხადებას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია