გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი ტეხასის A&M უნივერსიტეტთან ერთად  ინგლისური ენის მასწავლებლების გადამზადების TESOL პროგრამას აგრძელებს

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი, ტეხასის A&M უნივერსიტეტთან წარმატებული თანამშრომლობის ფარგლებში, აგრძელებს TESOL პროგრამას ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების ინგლისური ენის მასწავლებლებისათვის. ამის შესახებ ინფორმაციას გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი ავრცელებს.

უნივერსიტეტის ცნობით, პროგრამა ხორციელდება გრუნის სკოლების გაძლიერების პროექტის ფარგლებში, მეექვსე ნაკადში ჩართულია საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 10 მასწავლებელი, რომლებიც მიიღებენ გრუნის სრულ დაფინანსებას პროფესიული გადამზადებისათვის.

TESOL პროგრამის მეექვსე ნაკადისათვის შეირჩა როგორც Access პროგრამის მასწავლებლები(აშშ-ის საელჩოს რეკომენდაციით), ისე გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი.

2025 წლის 2 ივნისს გაიმართა პირველი ონლაინშეხვედრა შერჩეულ მონაწილეებსა და ტეხასის A&M უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შორის.

ტეხასის A&M უნივერსიტეტიდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ:

იოკ ჰანსონი და ლინდა როდრიგესი - პროგრამის კოორდინატორები ;

მეთიუ იტჩელსი- საერთაშორისო პარტნიორობების ყოფილი დირექტორი.

შეხვედრას ესწრებოდა წინა ნაკადის წარმატებული კურსდამთავრებული - ნატო ჯავახია, რომელმაც საკუთარი გამოცდილება გაუზიარა ახალ მონაწილეებს.

გრუნის რექტორმა, პროფესორმა მამუკა თავხელიძემ და რექტორის მრჩეველმა ანა აბესაძემ მადლობა გადაუხადეს ტეხას A&M უნივერსიტეტს მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის და წარმატებას უსურვეს TESOL პროგრამის მონაწილეებს.

პროგრამის დასრულების შემდეგ მონაწილეები მიიღებენ საერთაშორისოდ აღიარებულ სერტიფიკატს და შესაძლებლობას, მიღებული ცოდნა პრაქტიკაში, ქართულ სკოლებში გაავრცელონ.

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა 2022 წლის 31 აგვისტოს ტეხასის A&M უნივერსიტეტთან გააფორმა თანამშრომლობის მემორანდუმი, რაც მიზნად ისახავს საგანმანათლებლო პროცესის ინტერნაციონალიზაციასა და აკადემიური ხარისხის განვითარებას.

აღნიშნული პროგრამა წარმოადგენს გრუნის მორიგ მნიშვნელოვან მხარდაჭერას ზოგადსაგანმანათლებლო სექტორისადმი და ნათლად ასახავს უნივერსიტეტის გრძელვადიან ვალდებულებას მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისათვის.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს